ჩვენს ერთგულ მომხმარებელს ყოველ მომდევნო შენაძენზე 10% ფასდაკლება ექნება
უფასო მიწოდება
მიწოდების სერვისი 200 ლარის ზევით
თანხის დაბრუნება
ქარხნული წუნის არსებობისას გარანტირებულად 5 დღის განმავლობაში
ფასდაკლება
700 ლარის ზემოთ შენაძენის შემთხევაში
უსაფრთხო გადახდა
საბანკო ბარათით გადახდის მხარდაჭერა
ეძებ ხარისხიან ჰოვერბორდს?
ჩვენ დაგეხმარებით და შეგარჩევინებთ დაბალ ფასად ხარისხიან ჰოვერბორდს!
ჩვენთან შესაძლებელია საბავშვო და დიდებისთვის ყველა ტიპის ჰოვერბორდის შეძენა: 6, 8, 8.5 და 10-ინჩიანის, Bluetooth-ით მხარდაჭერილი დინამიკებით და ფერადი LED განათებით. აქვე ასევე შეიძენთ აქსესუარებს მეტი კომფორტისთვის და ჰოვერბორდის ჩანთებს.შემოგთავაზებთ ნებისმიერ პროდუქტს განვადებით.
ჰოვერბორდები ერთმანეთისგან განსხვავდება მონაცემებით, კორპუსის მასალით, დიზაინით და, შესაბამისად, ფასით.
კარგი იქნება, თუ შეძენამდე გეცოდინებათ, ჰოვერბორდს, ძირითადად, სად გამოიყენებთ: ქუჩაში სამოძრაოდ, პარკში სასეირნოდ თუ დახურულ შენობაში გადასაადგილებლად. ასევე – დატენილი ბატარეით რა მანძილის დაფარვა მოგიწევთ ხოლმე და როგორ ზედაპირზე.
აქტიური დასვენება უსაფრთხო უნდა იყოს. ამიტომ, დამცავი აღჭურვილობა აუცილებელია – განსაკუთრებით ბავშვებისა და დამწყებებისთვის, რათა წაქცევისას ტრავმის მიღების საშიშროება სრულად ავირიდოთ.
ჰოვერბორდის გული აკუმულატორია, რომელსაც ხარისხიანი და ტექნიკურად გამართული დამტენი სჭირდება.
ჩანთა ის აქსესუარია, რომელიც ჰოვერბორდის უსაფრთხოდ შესანახად და გადასაადგილებლად დაგჭირდებათ. მისი არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ქსოვილის სიმტკიცესა და ნესტგამძლეობას.
ჰოვერბორდის ფერების დიდი არჩევანი
ფერების შეხამება ძლიერ მოქმედებს ადამიანის ემოციებზე, მით უმეტეს – ბავშვებზე, ამიტომ ფერის არჩევა ინდივიდუალური გადაწყვეტილება უნდა იყოს.
ჩვენ გთავაზობთ 30-ზე მეტ ფერს!
ასეთი ფართო სპექტრი საშუალებას მოგცემთ, სწორედ ისეთი ჰოვერდბორდი შეარჩიოთ, როგორიც წარმოდგენილი გქონდათ!
ჰოვერბორდის ბატარეა, რომელიც შუა გზაში არ გიღალატებთ!
აქ წარმოდგენილ ჰოვერბორდები მუშაობს ლითიუმ-იონის (Li-Ion) ტიპის უახლესი მოდელის ბატარეაზე. სწორად ექსპლუატაციის პირობებში, მისი დამუხტვა/განმუხტვის ციკლის მაქსიმალური რაოდენობა 2000-ს აღწევს, რაც 2-ჯერ აჭარბებს ფართოდ გავრცელებული ზოგიერთი ბატარეის რესურსს.
ელექტრო სკუტერების დიდი არჩევანი
ელექტრო სკუტერები დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი გადაადგილების საშუალებაა. ჩვენთან თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენზე მორგებული ელექტრო სკუტერი ჩვენი მრავალფეროვანი კატალოგიდან


ელექტროსკუტერი
ეს არის კომპაქტური, მოხერხებული და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი ქალაქში გადასაადგილებლად. თუ ფიქრობთ, რომ იგი მოზრდილი ადამიანისთვის შეუფერებელია, გირჩევთ, ერთხელ მაინც სცადოთ გატარება. თქვენ დარწმუნდებით, რომ ელექტროსკუტერი საზოგადოებრივი ტრანსპორტის უნიკალური ალტერნატივაა და არც საცობებში მოგიწევთ საათობით დგომა.არსებობს მოდელები, რომლებიც 130 კგ.-მდე წონაზეა გათვალისწინებული და საჭეც რეგულირდება საჭირო სიმაღლეზე. ელექტროსკუტერის მართვა ინტუიტიურად მარტივია. მისი წონა კი შეგიძლიათ, თავად შეარჩიოთ იმის მიხედვით, თუ ვინ ივლის ამ ტრანსპორტით: ბავშვი, მოზარდი, ქალი თუ მამაკაცი.


ჰოვერბორდი საჭით
მისი მართვა ძალიან მარტივია. საჭე-სახელური მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ ბალანსის შენარჩუნებას.საჭიან ჰოვერბორდზე დადგომიდან სულ რამოდენიმე წუთში ისე იგრძნობთ თავს, თითქოს ამ მოწყობილობას დიდი ხანია, მართავთ ამასთან, თქვენ შეგიძლიათ საჭე-სახელურის სიმაღლის რეგულირება.ამ ფუნქციის დამსახურებით მსგავსი ჰოვერბორდი შეიძლება გამოიყენოს როგორც ბავშვმა ან მოზარდმა, ასევე ზრდასრულმა ადამიანმა.


მინი სეგვეი
როგორც კი მასზე ფეხს შედგამთ, მაშინვე იგრძნობთ მაღალი ტექნოლოგიების კომფორტს.ეს ტრანსპორტი იმდენად უსაფრთხო, მოხერხებული და სწრაფია, რომ ბევრ ქვეყანაში პოლიციელებიც კი იყენებენ.მის მართვას, სულ რაღაც, 2-3 წუთში დაეუფლებით და საჭირო მანძილს 4-ჯერ უფრო სწრაფად გაივლით, ვიდრე ფეხით სიარულისას.მარტივად უმკლავდება 15°-მდე დახრილობის უსწორმასწორო გზას.მსუბუქი და კომპაქტურია. მისი საჭე არ სცდება მუხლების სიმაღლეს, შედეგად კი მოძრაობის დროს ხელები თავისუფალი გაქვთ.
ჰოვერბორდის აქსესუარები
ხშირად დასმული კითხვები
ისინი ერთმანეთისგან მონაცემებით, სიძლიერით, კორპუსის მასალით და დიზაინით განსხვავდება.
ყველაზე გავრცელებული მოდელებია 6’’ ინჩიანი, 8’’-8.5’’ინჩიანი და 10’’ ინჩიანი, Bluetooth-ით მხარდაჭერილი დინამიკებით და ფერადი LED განათებით.
საბავშვო ჰოვერბორდი
უნდა შეარჩიოთ ისეთი მოდელი, რომელიც ბავშვის ასაკს და აღნაგობას შეესაბამება, რათა ხელით გადატანის დროს პრობლემა არ შეექმნეს. რაც შეეხება ასაკს, რეკომენდებულია 7 წლიდან, თუმცა გარკვეულწილად ბავშვის ფიზიკურ მონაცემებზეც დამოკიდებულია.
თუკი ბავშვს ჰოვერბორდზე დგომა მოეწონება, ის ამით კომპიუტერთან ჯდომას გადაეჩვევა და ეცდება, მეტი დრო გაატაროს სუფთა ჰაერზე.
გაუმართავი ჰოვერბორდი ნამდვილად საშიშია. ამის თავიდან ასაცილებლად, იგი უნდა შეიძინოთ სანდო მაღაზიაში და გარანტიით.
ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს.
თუ გარეთ თავსხმა წვიმაა, პასუხი, რა თქმა უნდა, ცალსახად უარყოფითია. ამ დროს მხედვერლობის არეც შემცირებულია და წყლით დაფარული გზის ზედაპირთან მოჭიდებაც ცუდია. თუმცა მსუბუქ წვიმაში თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ნუ შეგაშინებთ ის, რომ ჰოუვერბორდი ელექტროტექნიკაა, ელექტრობა კი წყალთან ვერ მეგობრობს.
შგვიძლია დაგამშვიდოთ: ჰოვერბორდის კორპუსი კარგად არის დაცული, თუმცა გასათვალისწინებელია ერთო ნიუანსი – ჰოვერბორდი წყალგამძლეა, მაგრამ არა – წყალშეუვლი. თუ წვიმიან ამინდში გუბეში გაივლით, შესაძლოა წყობიდან გამოვიდეს. ასე რომ, წვიმაში ერიდეთ გუბეებს.
თუ რკინის ჰოვერბორდი ან პლასთმასის წვიმაში დაგისველდათ, გირჩევთ:
1. საგულდაგულოდ გაწმინდოთ დასველებული და შემდეგ კარგად გაწურული ნარით, რადგან წვიმა (მით უფრო – ქალაქში) ჭუჭყიანია და ჰოვერბორდის ზედაპირზე არასასურველ ლაქებს დატოვებს;
2. გაურეცხეთ ბორბლები;
3. ბოლოს კარგად გაამშრალეთ რბილი, მშრალი ქსოვილით.
დაიმახსოვრეთ:
ა) ნუ დატოვებთ გასაშრობად ბატარეასთან ახლოს;
ბ) თუ გარეცხვას მოისურვებთ, ნუ გარეცხავთ წყლის ჭავლის ქვეშ, რათა წყალი მექანიზმში არ ჩავიდეს. ამ დროს გაცილებით მეტია საფრთხე, ვიდრე თუნდაც თავსხმა წვიმაში.
ბლოგი
ელექტროსკუტერები – რა სიახლეები გველოდება 2021 წელს
თუკი თქვენ ეძებთ ისეთ სატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც მოკლე დროში და დაუბრკოლებლად შეძლებთ დანიშნულების ადგილამდე მისვლას, სწორედ ელექტრო სკუტერებს შორის უნდა...
რა განსხვავებაა ელექტრო სკუტერების მოდელებს შორის
ელექტრო სკუტერს სპორტული დიზაინი აქვს, ცოტა კლასიკური ელემენტებით. ამიტომ საკმაოდ მოდური შესახედაობა აქვს. სკუტერი მოძრაობს ელექტრო ძრავის საშუალებით, რომელიც კვებას...
ელექტრო სკუტერი – რეკომენდაციები უსაფრთხოებისთვის
ელექტრო სკუტერის მძღოლი, საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით, გაიგივებულია ფეხით მოსიარულესთან, ისევე როგორც ის ადამიანები, რომლებიც მოძრაობენ გორგოლაჭებით, ინვალიდის ეტლით თუ...