ვებ-გვერდი ქირავდება ან იყიდება. სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 

უსაფრთხოების წესები ჰოვერბორდისთვის

უსაფრთხოების წესები ჰოვერბორდისთვის

ისევე როგორც ნებისმიერ ტრანსპორტს, ჰოვერბორდსაც აქვს უსაფრთხოების წესები. მათი ცოდნა აუცილებელია, რათა მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან უბედური შემთხვევები და არც სხვები დავაზიანოთ.

პირველ რიგში, უნდა გაიაზროთ, რომ ჰოვერბორდის ყიდვა იგივეა, რაც ჩვეულებრივი ტრანსპორტის შეძენა.
ამიტომ ამ საქეს თავიდანვე ყურადღებით მოეკიდეთ, სასურველ მოდელზე მაქსიმალური ინფორმაცია მიიღეთ და, მინიმუმ, აი, ეს ფაქტორები გაითვალისწინეთ:

1) ჰოვერბორდს უნდა ჰქონდეს UL სერტიფიცირება;
2) შეიძინეთ ჰოვერბორდის მოდელები ცნობილი მწარმოებლებისგან;
3) არ ღირს დაზოგვა – გახსოვდეთ, რომ იაფი ელექტრომოწყობილობა
უმეტესწილად უხარისხოა;
4) წაიკითხეთ თქვენთვის საინტერესო კონკრეტულ ჰოვერბორდზე მომხმარებელთა გამოხმაურებები;

 

 ის, რაც ჰოვერბორდზე შედგომამდე უნდა იცოდეთ:

ზოგიერთ ქვეყანასა და ქალაქში, მაგალითად – დიდ ბრიტანეთსა და ნიუ იორკში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, უსაფრთხოების მიზნით, ჰოვერბორდით მოძრაობა აკრძალულია და დაშვებულია მხოლოდ კერძო ლოკაციებზე.

ასევე, უნდა იცოდეთ, ზოგიერთი ავიაკომპანიის თვითმფინავის ბორტზე ჰოვერბორდის ატანა აკრძალულია.  ეს შეზღუდვა ავიაგადაზუდვების უსაფრთხოების თვალსაზრისით არის შმოღებული.

არასდროს მოექცეთ ჰოვერბორდს ისე, როგორც თქვენს სხვა რომელიმე სმარტ-დივაისს ან ნოუთბუქს – ჰოვერბორდი დასატენად არ დატოვოთ მთელი ღამით ჩართული!
საშუალოდ, ჰოვერბორდის ბატარეა იტენება 2-4 საათში.
ბევრი ფიქრობს, რომ ჰოვერბორდიც ისევე მუშაობს, როგორც ნოუთბუქი ან სმარტფონი, ამიტომ ხანგრძლივად ტოვებენ დასატენად დენში ჩართულს და სწორედ აქედან იწყება ჰოვერბორდის პრობლემები. ჰოვერბორდი არ ჰგავს სმარტ-მოწყობილობას, რომელიც ელემენტის ბოლომდე დატენვის შემდეგ თავად ითიშება – ანუ აღარ იღებს ელექტროენერგიას. ჰოვერბორდს ეს „გათიშვის ჩვევა“ არ აქვს, ამიტომ მთელი ღამით დენში შეერთებული ჰოვერბორდი შეიძლება გადაიწვას ან აფეთქდეს კიდეც.

ჰოვერბორდის ყიდვა

ჰოვერბორდით უსაფრთხო მოძრაობა  დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ახერხებთ ბალასნის შენარჩუნებას. თუკი ამას ხელების ქნევით ეცდებით, იცოდეთ, რომ აუცილებლად ჩამოვარდებით!
ბალანსის შენარჩუნებისთვის აუცილებელია, ზურგი სწორად გეჭიროთ, ფეხები – მხრების სიგანეზე და იყუროთ პირდაპირ.

ჰოვერბორდზე დგომა და მოძრაობა ტვირთითაც შეიძლება – მაქსიმუმ, 5 კგ-მდე.

არ მოინდომოთ ჰოვერბორდით ახტომა – ჰოვერბორდი სკეიტბორდი არ არის!

ჰოვერბორდზე შედგომა და ჩამოსვლა თითქოს მარტივია, მაგრამ აქაც არის ერთი წესი გასათვალისწინებელი:  ორივე მოქმედება უნდა გააკეთოთ ცალი ფეხით.

ჰოვერბორდიდან ჩამოსვლისთვის ჯერ თქვენი მუშა ფეხით (ცაციებმა – მარცხენათი) გადადგით ნაბიჯი უკან და შემდეგ ჩამოდგით მეორე ფეხიც.

სანამ დამწყები ჰოვერბორდისტი ხართ, ეცადეთ, რომ ჰოვერბორდით მოძრაობისას ღია ფერის სამოსი გეცვათ, რათა ფეხით მოსიარულეებისთვის ადვილად შესამჩნევი იყოთ. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გაიკეთოთ დამცავი ჩაფხუტი, სამუხლეები და საიდაყვეები. წაქცევისგან არავინ არის დაზღვეული.

გაითვალისწინეთ, რომ ერთი დატენვით ელემენტი უფრო მეტ მანძილს გაგატარებთ, თუკი საშუალო სიჩქარით ივლით და სწორ გზაზე იმოძრავებთ.

ჰოვერბორდით მოხვევა სარკისებური პრინციპით ხდება – მარჯვნივ მოსახვევად მარცხენა ფეხზე გადაგაქვთ სხეულის დაწოლა და მარცხნივ მოსახვევად – მარჯვენა ფეხზე.

ნუ ეცდებით ფილმებში ნანახი ილეთების შესრულებას – ყოველ შემთხვევაში, ჯერ ამისთვის საგანგებოდ უნდა ივარჯიშოთ.

ნუ ახვალთ ჰოვერბორდით აღმართზე, როცა დახრილობის კუთხე 15-17 გრადუსს აღემატება.

ერთი ჰოვერბორდით მხოლოდ ერთი ადამიანი უნდა მოძრაობდეს.

დაუშვებელია ჰოვერბორდზე ფეხმძიმეების შედგომა!

ნუ ივლით ჰოვერბორდით, როცა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ხართ – ამით არა მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობას, ფეხით მოსაიარულეთა უსაფრთხოებასაც ემუქრებით!