10 საინტერესო ფაქტი ჰოვერბორდის შესახებ

ორბორბლიანი თვითრეგულირებადი გადასაადგილებელი საშუალება, რომელსაც ჰოვერბორდი ეწოდება, უდავოდ საინტერესო ელექტროტრანსპორტია და მისი შეძენა ნამდვილად ღირს.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ხალხში ბევრი კრიტიკული მოსაზრებაა გავრცელებულია. მაგალითად, ის, რომ ჰოვერბორდი შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს – „მძღოლი“ ჩამოაგდოს ან, სულაც, სიარულისას აფეთქდეს.
გარდა ამისა, მომხმარებლები იმის შესახებაც აფიქსირებენ საკუთარ უკმაყოფილებას, რომ უხარისხო პროდუქტი შეიძინეს, რომელმაც მათი მოლოდინები ვერ გაამართლა.
ამიტომ, უმჯობესია, სანამ ჰოვერბორდს  შეიძენთ, იცოდეთ, როგორ უნდა შეარჩიოთ უსაფრთხო ვარიანტი.

ამისთვის ქვემოთ გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს ჰოვერბორდების შესახებ.

 

ფაქტი 1 – გარკვიეთ უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობა

იყო რამდენიმე უსიამოვნო შემთხვევა, როცა ჰოვერბორდი სიარულისას თუ დატენვისას აალდა ან აფეთქდა და ზედ მდგომი ადამიანი გადმოვარდა და დაშავდა. მაშინ ასეთი ფაქტების გამო ისეთი მსხვილი ინტერნეტმაღაზია, როგორიც არის Amazon, იძულებულიც კი გახდა, თავისი გვერდიდან დროებით აეღო ჰოვერბორდის აურაცხელი რეკლამები.

 

ამიტომ, ამ პროდუქტის შეძენისას, პირველ რიგში, უნდა გაარკვიოთ, შეესაბამება თუ არა იგი უსაფრთხოების სტანდარტებს, ისეთებს, როგორიც არის UN 38.3 და UL 1642 – აკუმლატორებისთვის და UL 60950-1 დამტენი მოწყობილობისთვის.

გარდა ამისა, შეიძინეთ პროდუქტი უშუალოდ მწარმოებლებისგან ან სერტიფიცირებული მიმწოდებლისგან; გაეცანით მომხმარებლების გამოხმაურებებს; ჰოვერბორდით სიარულისას იხმარეთ შლემი, სამუხლეები და იდაყვის დამცავები; დაიცავით დატენვის რეკომენდებული პროცედურები.

ფაქტი 2 – შეარჩიეთ თქვენთვის მისაღები ჰოვერბორდის ტიპი

ჰოვერბორდები არსებობს საჭიანი ან საჭის გარეშე.

 

საჭიან ჰოვერბროდს საჭის საშუალებით აძლევთ მიმართულებას, აჩქარება/დამუხრუჭება კი პლატფორმაზე ტერფებით ან ქუსლებით დაწოლას მოითხოვს. ხოლო როდესაც ჰოვერბორდს საჭე არ აქვს, მაშინ  აჩქარება/დამუხრუჭებისთვის იგივე ქმედებებია საჭირო, ხოლო მოსახვევად ეს მოწყობილობა ტანის გადახრაზე რეაგირებს. თუმცა მართვის ასეთი პრინციპიც უმარტივესია. თანაც ასეთი ჰოვერბორდი ხელით გადასატანადაც უფრო მოსახერხებელია.

 

უბრალოდ, თქვენ უნდა შეარჩიოთ, რომელი ტიპი იქნება თქვენთვის უფრო კომფორტული.

 

 ფაქტი 3 – ფასების დიაპაზონი საკმაოდ ვრცელია

 

ჰოვერბორდის ფასი, ხარისხიდან და ოპციების სიმრავლიდან გამომდინარე, საკმაოდ განსხვავებულია.

პრემიუმ კლასის პროდუქტს უმაღლესი ტექნიკური მახასიათებლები და ბევრი დამატებითი ფუნქცია გააჩნია, ისეთები, როგორიც არის დისტანციური მართვა, ჩამონტაჟებული Bluetooth-ი, წინაღობებისა და მექნიკური ზემოქმედების მიმართ უფრო ძლიერი კორპუსი .

ამიტიმ, უმჯობესია, გაითვალისწინოთ თქვენი ბიუჯეტი და ასევე ის, თუ რამდენად გჭირდებათ ეს დამატებითი ოპციები. თუკი დაბალფასიანი მოდელი შეძენას გადაწყვეტთ, უბრალოდ, დარწმუნდით იმაში, რომ იგი ნამდვილად უსაფრთხოა და თავის ძირითად ფუნქციას კარგად შეასრულებს.

 

ფაქტი 4 – შეარჩიეთ თქვენთვის მისაღები მაქსიმალური სიჩქარე

მიუხედავად იმისა, რომ ჰოვერბორდების უმეტესობას მაქსიმალური სიჩქრე აქვს, საშუალოდ, 18 კმ/სთ, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტარანსპორტის სიჩქარე დამოკიდებულია მოდელზეე, ბორბლების დიამეტრზე და „მძღოლის“ წონაზე. მაგალითად, უსაჭო სტანდარტული მოდელების სიჩქარეა 20-დან 22 კმ/სთ-მდე. პრემიუმკლასის მოდელებისა – 28 კმ/სთ.

Airwheel-ის ტიპის ჰოვერბორდის მაქსიმალური სიჩქარეა: ბიუჯეტურ მოდელებში  8-10 კმ/სთ და პრემიუმკლასის მოდელებში 35-40 კმ/სთ.

ფაქტი 5 – ელემენტის სრულად დატენვისთვის საჭირო დრო

ჰოვერბორდის ელემენტის სრულა დატენვას სჭირდება 2-დან 3 საათამდე.
რამდენს გაგატარებთ ელემენტი ერთი დატენვით, ეს დამოკიდებულია სისწრაფეზე, რომლითაც თქვენ მოძრაობთ, ზედაპირის რელიეფზე, „მძღოლის“ მასაზე და, რა თქმა უნდა, თავად ელემეტის ხარისხზე.

 

უმჯობესია, შეარჩიოთ ისეთი ელემენტი, რომელსაც დასატენად ნაკლები დრო სჭირდება და ერთი დატენვით მეტ მანძილს გაგატარებთ.

ნუ შეიძენთ გაურკვეველი წარმოშობის დამტენ მოწყობილობას, ზედმეტად ნუ გადატენით აკუმლატორს – ნუ დატოვებთ მთელი ღამით ჩართულს. ამის ნაცვლად, მისდიეთ ინსტრუქციაში წარმოდგენილ წესებს.

 

ფაქტი 6 – გაითვალისწინეთ ჰოვერბორდის მომავალი „მძღოლის“ სხეულის წონა

ჰოვერბორდის სხვადასხვა მოდელი განკუთვნილია სხვადასხვა წონის ადამიანებისთვის – მაქსიმუმ 120 კგ-ს ჩათვლით. ამიტომ ამ ტრანსპორტის შეძენისას არჩევანი გააკეთეთ იმ მოდელზე, რომელსაც თქვენზე უფრო მეტი სიმძიმის ატანის რესურსი გააჩნია.
თუ თქვენი წონა 100 კგ-ს აჭარბებს, მაშინ თქვენთვის იდეალური ვარიანტია 10-დიუმინი ჰოვერბორდი.

 

ფაქტი 7 – სად შევიძინოთ?

არცთუ იშვიათია, როცა მომხმარებლები ჰოვერბორდის და , განკსაუთრებით , საბავშვო ჰოვერბორდი – ს უხარისხობაზე საუბრობენ, ამიტომ გონივრული იქნება იმაზე დაფიქრება, თუ სად შეიძინოთ ეს თვითბალანსირებადი სატრანსპორტო საშუალება.
სპეციალისტების რჩევაა, ყოველთვის შეიძინოთ თავად მწარმოებლეთან ან მის სერტიფიცირებული წარმომადგენელთან. გარად ამისა, გამოიჩინეთ ყურადღება და გაეცანით მომხმარებელთა გამოხმაურებებს, რეკომენდაციებს. თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტები სრულად შეესაბამება ნორმებს.
დაბოლოს: აუცილებლად გარკვიეთ, გამყიდველი გაძლევთ თუ არა გარანტიას პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში.

 

ფაქტი 8 – პორტატულობა

გამომდინარე იქედან, რომ ზოგიერთ ადგილას ჰოვერბორდით შეიძლება ვერ გაიაროთ, გარკვეული წინაღობების ან კანონით აკრძალვის გამო (ასეთი კანონი ბევრ ქვეყანაში მოქმედებს სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა მოსაზრებით), ზოგჯერ ჰოვერბორდის ხელით გადატანა მოგიწევთ. ამიტომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება, თუკი შედარებით მცირე წონისა და მოცულობის ჰოვერბორდს შეიძენთ. მათი წონა მერყეობს 8-დან 14 კგ-მდე.

 

ფაქტი 9 – რის მიხედვით შევარჩიოთ ბორბლების ზომა?

ჰოვერბორდების ბორბლები სხვადასხვა ზომისაა, ძირითადად კი: 6,5-7 დიუმიანი, 8 დიუმიანი, 10 დიუმიანი.

 

თითოეულ მათგანს თავისი განსხვავებული ფუნქცია/დანიშნულება აქვს.
მაგალითად:
6,5-7 დიუმიანი ბორბლები ეფექტური და იდეალური ვარიანტია სწორ გზებზე სასიარულოდ;
8 დიუმიანი – სტაბილური და უსაფრთხო ვარიანტია არასწორი ზედაპირისთვის;
10 დიუმიანი ბორბლები კი საუკეთესოა უგზოობისთვის, უხეშ გზებზე ან ბალახზე სასიარულოდ.

 

ფაქტი 10 – ერთფეროვანი დიზაინის საიდუმლო

ალბათ ყურადღებას მიაქცევდით იმ ფაქტს, რომ სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ბრენდის ჰოვერბორდებს ერთნაირი ფორმა აქვთ. ამას განაპირობებს ის ფაქტორი, რომ ყველა მწარმოებელი ერთსა და იმავე პრეს-ფორმას იყენებს.

 

ახალი პრეს-ფორმის შემუშავება/წარმოებაში ფინანსების ჩადებას კი არავინ ჩქარობს.
ვინც ამას პირველი გააკეთებს, როგორც თავად მწარმოებლები ამბობენ, ის წაგებული დარჩება, რადგან სხვები მომენტალურად გადაიღებენ ასლს და თანაც ამაში ერთ ცენტსაც არ დახარჯავენ. ასე რომ, ჯერჯერობით ასეთი „გულადი“ არავინ გამოჩენილა.

+ 1111111

ონლაინ მხარდაჭერა
24 საათის განმავლობაში

გახდით ჩვენი გამომწერი

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

ბლოგი

მისამართი

თბილისი

სამუშაო საათები

10:00-დან 18:00 საათამდე