ვებ-გვერდი ქირავდება ან იყიდება. სურვილის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 

15 კითხვა პასუხი ჰოვერბორდის სესახებ

ამ სტატიაში ჩვენ წარმოგიდგენთ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს ჰოვერბორდის შესახებ და მათზე ღიად გიპასუხებთ. პასუხები მოამზადეს სპეციალისტებმა, რომლებიც უკვე რამოდენიმე წელია, ამ საფეროში მუშაობენ. მაშ ასე, ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და მათზე პასუხები:

ჰოვერბორდით სიარული სახიფათოა ისეთივე დოზით, როგორც ველოსიპედით ან გორგოლაჭებით. რა თქმა უნდა, არსებობს ალბათობა, რომ წაიქცეთ და რამე იტკინოთ. 

 
 

რეალურად, ეს არანაირად არ წარმოადგენს სირთულეს, რადგან ჰოვერბორდი თვითონ იცავს ბალანსს. მის მართვას ადვილად მიეჩვევით. ამისთვის, საშუალოდ, 10-15 წუთიც საკმარისია.

ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. მთავარია, „მძღოლის“ წონა დაშვებულ მინიმალურ დატვირთვას შეესაბამებოდეს ან აღემატებოდეს მას. საბავშვო ჰოვერბორდები, საშუალოდ, 5 წლის ასაკიდან ბავშვებზეა გათვლილი.

ჰოვერბორდი მუშაობს გიროსკოპული სენსორების ბალანსირების პრინციპზე. როცა თქვენ ჰოვერბორდზე დგახართ, გიროსკოპი იჭერს უმნიშვნელო ცვლილებასაც კი მიწის ზედაპირთან და სისტემა სიგნალს უგზავნის ძრავს, შეგინაჩუნოთ სწორი პოზიცია ან იმოძრაოს წინ, უკან, მარჯვნივ ან მარცხნივ.

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ არსებობს ჰოვერბორდის 4 კატეგორია: 4,5 დუიმიანი, 6,5 დუიმიანი, 8 და 10 დუიმიანი. თითოეულ მათგანს აქვს თავისი პლუსები და მინუსები. იმისთვის, რომ ამ კითხვაზე სწორი პასუხი გქონდეთ, უნდა მიიღოთ ინფორმაციაა ყველა კატეგორიის შესახებ. თუმცა ექსპერტების აზრით, 10 დუიმიანი ჰოვერბორდი საუკეთესოა.

დღესდღეობით უამრავი ინტერნეტმაღაზია ფუნქციონირებს. სწორედ მაღაზიის შერჩევა განაპირობებს იმას, თუ როგორი ხარისხის ჰოვერბორდს შეიძენთ. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება პროდუქტის აღწერილობას, ასევე დოკუმენტაციას, რომელიც ღია და ხელმისწვდომი უნდა იყოს.

ნებისმიერი ბრენდის ჰოვერბორდს აწყობენ და აწარმოებენ ჩინეთში. ამის მიზეზია იქაური იაფი მუშახელი.

ჰოვერბორდით სიარული შეიძლება პრაქტიკულად ყველგან, გარდა სამანქანო გზისა. აირჩიეთ ამისთვის პარკები, ტროტუარები, მაღაზიები და ა.შ.

ჰოვერბორდის წონაა, საშუალოდ, 10 კგ., ძირითადად კი წონა დამოკიდებულია ჰოვერბორდის კატეგორიაზე და ბორბლების ზომაზე.

შეიძლება, თუმცა ეს დამოკიდებულია მოდელზე. ყოველ მოდელს ტემპერატურის რეჟიმის საკუთარი დიაპაზონი აქვს, ასევე ყინვაში სიარულისთვის ჰოვერბორდის მოდელზე მითითებული უნდა იყოს სინესტისგან დაცვის მაჩვენებელი – IP 54.

ჰოვერბორდის ფასები მერყეობს იმის მიხედვით, თუ რა მოდელია და რომელი ფირმა აწარმოებს. ყველაზე დაბალფასიან ჰოვერბორდებს აწარმოებს ფირმა Smart Balance, ყველაზე ძვირადღირებულებს კი ისეთი ბრენდები, როგორებიც არის Ninebot, Wmotion, CHIC და სხვ.

საშუალოდ, ხარისხიან მოდელებს ერთი დატენვა 2,5-3 საათი ჰყოფნის. თუმცა  ეს მაჩვენებელი შეიძლება შემცირდეს გარკვეული ფაქტორების გავლენით – როცა „მძღოლის“ წონა დიდია, გზა უხარისხოა და გადაადგილების სიჩქარე მაღალია.

ჰოვერბორდით შეგიძლიათ ისეირნოთ პარკში, წახვიდეთ სუპერმარკეტებში ან სხვა ადგილას. ასევე, ბევრი ამ ტრანსპორტს წარმატებით იყენებს სასწავლო დაწესებულებამდე ან სამუშაო ადგილამდე გადასაადგილებლად.

პატარა მოდელებს შეუძლიათ განავითარონ სიჩქარე 12 კმ/სთ-მდე. საშუალო ზომის მოდელებს – დაახლოებით, 16 კმ/სთ. არსებობს ასევე ძალიან სწრაფი მოდელები, ჰოვერბორდის მაქსიმალური სიჩქარეა 20 კმ/სთ, თუმცა მსგავსი მოდელების ფასი საკმაოდ მაღალია.

როგორც აღმოჩნდა, შეიძლება. არიან ადამიანები, რომლებიც უკვე წერენ ამ მხრივ თავიანთ გამოცდილებას. როგორც ისინი აღნიშნავენ, აქ მთავარია ჰოვერბორდზე ყოველდღიურად სიარული და, რა თქმა უნდა, დაბალანსებული კვება.