15 კითხვა პასუხი ჰოვერბორდის სესახებ

ამ სტატიაში ჩვენ წარმოგიდგენთ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს ჰოვერბორდის შესახებ და მათზე ღიად გიპასუხებთ. პასუხები მოამზადეს სპეციალისტებმა, რომლებიც უკვე რამოდენიმე წელია, ამ საფეროში მუშაობენ.
მაშ ასე, ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და მათზე პასუხები:

სახიფათოა თუ არა ჰოვერბორდით სიარული?

ჰოვერბორდით სიარული სახიფათოა ისეთივე დოზით, როგორც ველოსიპედით ან გორგოლაჭებით. რა თქმა უნდა, არსებობს ალბათობა, რომ წაიქცეთ და რამე იტკინოთ.

რამდენად მარტივია ჰოვერბორდზე დგომა?

რეალურად, ეს არანაირად არ წარმოადგენს სირთულეს, რადგან ჰოვერბორდი თვითონ იცავს ბალანსს. მის მართვას ადვილად მიეჩვევით. ამისთვის, საშუალოდ, 10-15 წუთიც საკმარისია.

არსებობს თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა ჰოვერბორდისთვის?

ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. მთავარია, „მძღოლის“ წონა დაშვებულ მინიმალურ დატვირთვას შეესაბამებოდეს ან აღემატებოდეს მას. საბავშვო ჰოვერბორდები, საშუალოდ, 5 წლის ასაკიდან ბავშვებზეა გათვლილი.

როგორ ფუნქციონირებს ჰოვერბორდი?

ჰოვერბორდი მუშაობს გიროსკოპული სენსორების ბალანსირების პრინციპზე. როცა თქვენ ჰოვერბორდზე დგახართ, გიროსკოპი იჭერს უმნიშვნელო ცვლილებასაც კი მიწის ზედაპირთან და სისტემა სიგნალს უგზავნის ძრავს, შეგინაჩუნოთ სწორი პოზიცია ან იმოძრაოს წინ, უკან, მარჯვნივ ან მარცხნივ.

რომელი ჰოვერბორდი შევიძინო?

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ არსებობს ჰოვერბორდის 4 კატეგორია: 4,5 დუიმიანი, 6,5 დუიმიანი, 8 და 10 დუიმიანი. თითოეულ მათგანს აქვს თავისი პლუსები და მინუსები. იმისთვის, რომ ამ კითხვაზე სწორი პასუხი გქონდეთ, უნდა მიიღოთ ინფორმაციაა ყველა კატეგორიის შესახებ. თუმცა ექსპერტების აზრით, 10 დუიმიანი ჰოვერბორდი საუკეთესოა.

 

სად შევიძინო ჰოვერბორდი?

დღესდღეობით უამრავი ინტერნეტმაღაზია ფუნქციონირებს. სწორედ მაღაზიის შერჩევა განაპირობებს იმას, თუ როგორი ხარისხის ჰოვერბორდს შეიძენთ. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება პროდუქტის აღწერილობას, ასევე დოკუმენტაციას, რომელიც ღია და ხელმისწვდომი უნდა იყოს.

სად აწარმოებენ ჰოვერბორდებს?

ნებისმიერი ბრენდის ჰოვერბორდს აწყობენ და აწარმოებენ ჩინეთში. ამის მიზეზია იქაური იაფი მუშახელი.

სად შეიძლება ჰოვერბორდით სიარული?

ჰოვერბორდით სიარული შეიძლება პრაქტიკულად ყველგამ, გარდა სამანქანო გზისა. აირჩიეთ ამისთვის პარკები, ტროტუარები, მაღაზიები და ა.შ.

რამდენს იწონის ჰოვერბორდი?

ჰოვერბორდის წონაა, საშუალოდ, 10 კგ., ძირითადად კი წონა დამოკიდებულია ჰოვერბორდის კატეგორიაზე და ბორბლების ზომაზე.

შეიძლება თუ არა ჰოვერბორდით სიარული ყინვაში?

შეიძლება, თუმცა ეს დამოკიდებულია მოდელზე. ყოველ მოდელს ტემპერატურის რეჟიმის საკუთარი დიაპაზონი აქვს, ასევე ყინვაში სიარულისთვის ჰოვერბორდის მოდელზე მითითებული უნდა იყოს სინესტისგან დაცვის მაჩვენებელი – IP 54.

 

რა ღირს ჰოვერბორდი?

ჰოვერბორდის ფასები მერყეობს იმის მიხედვით, თუ რა მოდელია და რომელი ფირმა აწარმოებს. ყველაზე დაბალფასიან ჰოვერბორდებს აწარმოებს ფირმა Smart Balance, ყველაზე ძვირადღირებულებს კი ისეთი ბრენდები, როგორებიც არის Ninebot, Wmotion, CHIC და სხვ.

რამდენ საათს მუშაობს ჰოვერბორდი ერთი დატენვით?

საშუალოდ, ხარისხიან მოდელებს ერთი დატენვა 2,5-3 საათი ჰყოფნის. თუმცა  ეს მაჩვენებელი შეიძლება შემცირდეს გარკვეული ფაქტორების გავლენით – როცა „მძღოლის“ წონა დიდია, გზა უხარისხოა და გადაადგილების სიჩქარე მაღალია.

რა დანიშნულება აქვს ჰოვერბორდს?

ჰოვერბორდით შეგიძლიათ ისეირნოთ პარკში, წახვიდეთ სუპერმარკეტებში ან სხვა ადგილას. ასევე, ბევრი ამ ტრანსპორტს წარმატებით იყენებს სასწავლო დაწესებულებამდე ან სამუშაო ადგილამდე გადასაადგილებლად.

რა სიჩქარეს ანვითარებს ჰოვერბორდი?

პატარა მოდელებს შეუძლიათ განავითარონ სიჩქარე 12 კმ/სთ-მდე. საშუალო ზომის მოდელებს – დაახლოებით, 16 კმ/სთ. არსებობს ასევე ძალიან სწრაფი მოდელები, ჰოვერბორდის მაქსიმალური სიჩქარეა 20 კმ/სთ, თუმცა მსგავსი მოდელების ფასი საკმაოდ მაღალია.

შეიძლება თუ არა წონაში დაკლება ჰოვერბორდით სიარულისას?

როგორც აღმოჩნდა, შეიძლება. არიან ადამიანები, რომლებიც უკვე წერენ ამ მხრივ თავიანთ გამოცდილებას. როგორც ისინი აღნიშნავენ, აქ მთავარია ჰოვერბორდზე ყოველდღიურად სიარული და, რა თქმა უნდა, დაბალანსებული კვება.

+ 1111111

ონლაინ მხარდაჭერა
24 საათის განმავლობაში

გახდით ჩვენი გამომწერი

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

ბლოგი

მისამართი

თბილისი , ქავთარაძის N12

სამუშაო საათები

10:00-დან 18:00 საათამდე