fbpx

რა განსხვავებაა ელექტრო სკუტერების მოდელებს შორის

ელექტრო სკუტერს სპორტული დიზაინი აქვს, ცოტა კლასიკური ელემენტებით. ამიტომ საკმაოდ მოდური შესახედაობა აქვს. სკუტერი მოძრაობს ელექტრო ძრავის საშუალებით, რომელიც კვებას იღებს აკუმლატორიდან.

თუკი ერთხელ მაინც მოსინჯავთ, უცებ მიხვდებით, რომ ელექტრო სკუტერი ქალაქში სამოძრაოდ, მართლაც რომ, შეუცვლელი საშუალებაა – გამოგადგებათ როგორ ყოველდღიური საქმეებზე სიარულისთვის, ასევე გასართობად, მეგობრებთან ერთად გასასეირნებლად.

ახალ კი მოგიყვებით იმის შესახებ, თუ ძირითადად რითი შეიძლება განსხვავდებოდეს ამ დივაისის სხვადასხვა მოდელი, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ელექტროსკუტერის ფასი.

მუხრუჭები

ელექტრო სკუტერები შეიძლება, ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს სამუხრუჭე სისტემით. ამ ელექტრო ტრანსპორტისთვის გამოიყენება რამოდენიმე სახეობის სამუხრუჭე სისტემა: ელექტროფიცირებული სისტემა, ველოსიპედის სამუხრუჭე სისტემა (ობოდები), ბარაბნიანი სამუხრუჭე სისტემა და დისკიანი  სამუხრუჭე სისტემა

ახალი ელექტრო სკუტერის დამატებითი ფუნქციები

აღჭურვილია ყველანაირი დამატებითი ფუნქციით, რაც კი შეიძლება მძღოლს მოძრაობისას დასჭირდეს:

  • სკამი ანუ დასაკეცი ან ფიქსირებული დასაჯდომი, რაც გამიზნულია გრძელ მანძილზე გადაადგილებისთვის;
  • საზომი მოწყობილობები, ისეთები როგორიც არის ოდომეტრი (გავლილი მანძილის გასაზომი ხელსაწყო, სპიდომეტრი (აჩვენებს სიჩქარეს მილი/სთ.–ში და კმ/სთ.–ში ოდომეტრთან ერთად) და ა.შ.;
  • სხვადასხვა შუქ-მაჩვენებელი: მოხვევის ციმციმა, დამუხრუჭების შუქ-სიგნალი, წინა ფარი;
  • უკანა ხედვის სარკე;
  • კალათა-საბარგული ტვირთისთვის;
  • ამორტიზატორები და დაკიდების სისტემა, სიარულის დროს მძღოლის მეტი კომფორტისთვის.

ელექტროსკუტერის აკუმულატორები

თანამედროვე ელექტრო სკუტერების აკუმლატორები ძირითადად არის:

  1. Li-Ion – ლითიუმ იონური; ამავე კატეგორიას მიეკუთვნება ლითიუმის პოლიმერის აკუმულატორები – მათში გამოიყენება სხვა ხსნარი, თუმცა დატენვისა და ექსპლუატაციის თვისებებით ისინი ანალოგიურებია. მიუხედავად ამისა Li-Pol ელექტრო სკუტერებში ხშირად არ გამოიყენება, რადგან რყევის მიმერთ მგრძნობიარეა.
  2. ტყვიის აკუმულატორები – ყველაზე იაფფასიანი სახეობაა. ტყვიის აკუმლატორს თანამდროვე ელექტრო სკუტერებში თითქმის არ აყენებენ. დაბალი ფასი და ყინვაში გამოყენების შესაძლებლობა (თუმცა მცირე ხნით, რადგან მინუს ტემპერატრაზ მალე იცლება) – მხოლოდ ეს არის ტყვიის აკუმულატორების უპირატესობები, რომლებიც მინუსების სიმრავლის ფონზე უმნიშვნელოა. ასეთი აკუმულატორები მძიმეა, დიდი დრო სჭირდება დასატენად (8-10 საათი), გათვლილია დატენვის, მაქსიმუმ, 300-500 ციკლზე… მოკლედ, ნაკლი საკმაოდ ბევრი აქვს.

ელექტროსკუტერის ძრავა

ელექტროსკუტერების ძრავა ორი სახის არსებობს:

  1. რედუქტორული;
  2. პირდაპირი ამძრავი.

ელექტროსკუტერის ტექნიკური მახასიათებლები მნიშვნელობის მხრივ მეორე ადგილზეა ძრავის სიმძლავრე. იგი მერყეობს 100-6400W ფარგლებში. სწორედ სიმძლავრეზეა დამოკიდებული: სიჩქარე, ტვირთამწეობა, დაკიდება და ექსპლუატაციის რეზერვი.

მუშაობის პრინციპი

ელექტრო სკუტერის მუშაობის პრინციპია აკუმულატორში დაგროვილი ელექტროენერგიის გამოყენება ელექტროძრავების (ერთი ან ორი) მართვისთვის, კონტროლერის მიერ განსაზღვრული პარამეტრებით.

კონტროლერი (ელექტროძრავის ასამუშავებელი და სამართავი აპარატი ) მუშაობის რეჟიმს ირჩევს თავისი შიდა სტრუქტურის შესაბამისად და მხოლოდ მძღოლის ბრძანებით მოქმედებს.

კონტროლერისთვის მთავარ ბრძანებას წარმოადგენს ხელის აქსელერატორის პოზიცია, ასევე ინფორმაცია გიროსკოპის გზასთან დახრის სენსორიდან და სხვა ასებული სენსორებიდან.

შემდეგ ელექტროძრავის მაბრუნი მომენტი გადაეცემა ბორბლებს, რასაც მოქმედებაში მოჰყავს სკუტერი. ეს ნიშნავს, რომ როცა ელექტრო სკუტერი მოძრაობს ფიზიკური ძალის ზემოქმედებით ან მოძრაობს დაღმართზე და ბორბლები თავისუფალ რეჟიმში ბრუნავს, ელექტროძრავა მუშაობს გენერატორის რეჟიმში, ანუ მუხტავს აკუმულატორი.

ექსპლუატაციის თავისებურებები

ელექტროსკუტერებს საკმაო სიმძლავრე აქვთ, თავის წონასთან შედარებით. სწორედ ამიტიმ რეკომენდებულია როგორც გადაადგილების ეკონომიური საშუალება.

ელექტრო სკუტერი კომპქტურია – შეგიძლიად, ჩადოთ მანქანის საბარგულში ან უპრობლემოდ შეინახოთ ბინაში, რადგან დიდ ადგილს არ დაიკავებს. ზოგიერთი პატარა ელექტრო სკუტერი, ზურგჩანთაშიც კი ეტევა.

სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის ასეთი ელექტრო-მეგობარი საუკეთესო დამხმარე იქნება როგორც ყოველდღიური გადაადგილებისთვის, ასევე ვიქენდებზე სასეირნოდ.

ექსპლუატაციის პირობები დიდად არ ახდენს გავლენას მოწყობილობის მუშაობაზე. ამ ტარანსპორტს დიდხანს არ დასჭირდება ტექმომსახურება, არ სჭირდება საწვავი და  სახარჯო მასალები.

თუკი გაქვთ დამატებითი კითხვები იმის შესახებ, თუ რა განსხვავებაა ელექტრო სკუტერებს შორის ძირითადად, მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ. ჩვენ დაგეხმარებით არჩევანის გაკეთებაში, რათა ელექტოსკუტერის ყიდვა შეძლოთ მაქსიმალურად თქვენი მოთხოვნების შესაბამისად და თქვენთვის მისაღები თანხად.