fbpx

ელექტროსკუტერები – რა სიახლეები გველოდება 2021 წელს

თუკი თქვენ ეძებთ ისეთ სატრანსპორტო საშუალებას, რომლითაც მოკლე დროში და დაუბრკოლებლად შეძლებთ დანიშნულების ადგილამდე მისვლას, სწორედ ელექტრო სკუტერებს შორის უნდა დაიწყოთ შერჩევა. შედეგად თქვენ აღარ მოგიწევთ გამუდმებით საცობებში დგომა, თავიდან აიცილებთ პარკინგისთვის ადგილის ძებნის სირთულეს და კიდევ ბევრ სხვა თავისტკივილს.

თუკი ეძებთ ეკოლოგიურ, ეკონომიურ და სწრაფ სატრანსპორტო საშუალებას, ელექტრო სკუტერებს შორის უნდა დაიწყოთ შერჩევა.

ელექტროსკუტერი – დღეს ეს უკვე ბევრი ადამიანისთვის ყოველდღიური საშუალებაა მოკლე მანძილებზე გადასაადგილებლად. ამ სახეობის ტრანსპორტის პოპულარობა უამრავი მიზეზით არის განპირობებული: ელექტრო სკუტერის ფასი ხელმისაწვდომია, არსებობს მოდიფიკაციების დიდი არჩევანი თქვენი ინდივიდუალური მოთხოვნილებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, ელექტროსკუტერი ეკონომიურია, ფუნქციონალურია, გადაადგილების თავისუფლება გარანტირებულია და, რაც არანაკლებ საინტერესოა –  ეს მოწყობილობა მობილურია.

ელექტროსკუტერის უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები

ბოლო დროს ელექტრო სკუტერი ძალიან პოპულარული გახდა. ელექტრო სკუტერის ყოველი ახალი მოდელი უფრო დახვეწილია. ტრანსპორტის ტექნიკური სრულყოფა გათვლილია როგორც დამწყები „მძღოლებისთვის“, ისე გამოცდილი რეიდერებისთვის;

2021 წლის ელექტრო სკუტერები აერთიანებს ამ კლასის წინა თაობის მოდელების საუკეთესო ტექნიკურ მახასიათებლებს. ყოველი ახალი მოდელი გამოირჩევა უნივერსალური, სწორად გათვლილი კონსტრუქციით. აბსოლუტურად გამორიცხულია დეფექტები და დაუმუშავებელი წვრილმანები, რომლებიც ამ ტექნიკის შედარებით ძველ სერიებში შეიძლებოდა შეგხვედროდათ.

გასაკვირი არც არის, რომ პოპულარობის რეიტინგში პირველ პოზიციებზე მოხვდა სწორედ ელექტროსკუტერის ახალი მოდელები, რომლებიც ბაზარზე ბოლო წლებში გამოჩნდა;

ახალი თაობის, პროგრესული და სრულყოფილი ელექტრო სკუტერის ყიდვა ახლა უკვე სავსებით შესაძლებელია გონივრულ ფასად. დღეს უკვე მომდევნო მოდელისთვის დამატებული ახალი დეტალები ან უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვა არ იწვევს ელექტროსკუტერის ფასის არარაციონალურ მატებას.

ახალი თაობის ელექტრო სკუტერები

ახალი თაობის ელექტრო სკუტერების უპირატესობები

  • ეკოლოგიური ტრანსპორტის მთავარი და უდავო უპირატესობა არის მისი, მაღალი გამტარობა. ელექტრო სკუტერების პატრონები არ დგანანს მანქანის საცობებში, ისევე აქვთ საშუალება, გადაადგილდნენ, პრაქტიკულად, ყველგან. თქვენ დაუბრკოლებლად იმძრავებთ პარკებში, ტროტუარებზე, ველოსიპედის ბილიკებზე.
  • ელექტრო სკუტერის ახალი მოდელები ნათელი დასტურია იმისა, რომ ეს, მართლაც რომ, მომგებიანი შენაძენია გადატვირთულ ქალაქში სამოძრაოდ. რეგულარული გამოყენებისთვის სამსახურსა და სასწავლებელში სასიარულოდ.
  • ამ პორტატული ელექტრო ტრანსპორტის პატრონებს აღარ უწევთ იმაზე ფიქრი, სად მოძებნონ ადგილი ტრანსპორტის გასაჩერებლად, რადგან მისი დაპარკინგება შეიძლება იქ, სადაც მოისურვებთ.
  • მწარმოებლები სულ უფრო ამარტივებენ იმ საკითხებს, თუ როგორ შევძლოთ ელექტრო სკუტერის ტრანსპორტირება და შენახვა: სახლში, ბინაში და ოფისშიც კი. მეტიც – ელექტრო სკუტერი კარადაშიც კი შეგიძლიათ მოათავსოთ. თქვე აღარ ხართ დამოკიდებული პირობებზე და შეგიძლიათ, თქვენთვის ყველაზე მეტად მოსახერხებელი ვარინტი შეარჩიოთ.

რა უნდა იცოდეთ ნებისმიერი მოდელის ელექტრო სკუტერის ყიდვისას:

ელექტრო სკუტერის ყიდვა თუ გადაწყვიტეთ, ყურადღება უნდა მიაქციოთ ამ პორტატული ტრანსპორტის რამდოენიმე ძირითად მახასიათებელს. თუკი გაგიჭირდათ ელექტრო სკუტერის შერჩევა, ჯობია მიმართოდ სპეციალისტებს, რათა თქვენმა შენაძენმა სრულად გაამართლოს თქვენი მოლოდინები ამ ტრანსპორტის მიმართ.

  1. ელექტრო სკუტერის აკუმულატორი

ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია ტყვია-მჟავა ბატარეებით, რომლებიც, საგრძნობლად ჩამორჩება ლითიუმ-იონის აკუმულატორებს.

  • ტყვიის აკუმულატორებს პატარა ტევადობა და დიდი წონა აქვს, ამასთან – ისინი უნდა შეიცვალოს ყოველ 2-5 წელიწადში, რაც დამოკიდებულია მუშაობის სიმძლავრესა და პირობებზე.
  • 2020 წლიდან ლითიუმ-იონის აკუმულატორებს იყენებენ ყველგან – ნოუთბუქებიდან დაწყებული, Tesla-ს ავტომობილების ჩათვლით. ლითიუმის ბატარეებს დიდი რესურსი აქვთ – შეუძლია, დატენვის 2000 სრული ციკლი აიტანონ; მაშინ როცა ტყვია-მჟავის ბატარეებისთვის ეს მაჩვენებელი 400-500 ციკლია; ამასთან ერთად, ლითიუმ-იონის აკუმულატორები  გაცილებით მსუბუქია,  ნაკლებად აბინძურებენ გარემოს და უძლებენ ყინვას -20 გრადუსამდე;
  1. ელექტრო სკუტერის ძრავი

ელექტრო სკუტერის ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია ჯაჭვიანი ძრავით – ანუ ძრავი ჯაჭვით უკავშირდება უკანა ბორბალს.

ასეთი ძრავების ორი მინუსი აქვს:

1) მალე ცვდება დეტალები და

2) უფრო მეტად ხმაურიანია

ბორბალში მოთასებული ძრავი უფრო გამძლეა, იტანს სინესტეს, დიდი სიმძლავრე აქვს და აკუმულატორის ენერგიას უფრო ეგექტურად ხარჯავს.

ეს არის ის ორი მტავარი პარამეტრი, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება. ელექტრო სკუტერების დანარჩენი ტექნიკური მახასიათებლები კი თქვენი მოთხოვნილებების, გემოვნებისა და ფინანსების საკითხია.