ელექტრო სკუტერი თოვლში

შეიძლება თუ არა ელექტრო სკუტერით სიარული წვიმაში ან თოვლში?

პორტატული ელექტრო ტრანსპორტის მფლობელებისთვის საკმაოდ აქტუალურია კითხვა: შეიძლება თუ არა ელექტროტრანსპორტით მოძრაობა ნალექიან ამინდში?

ამ ტრანსპორტის შეძენისას ალბათ ბევრი არ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ რამდენად უნივერსალურია მის მიერ შერჩეული მოდელი და შეძლებს თუ არა დაუბრკოლებელ ექსპლუატაციას ნაბისმიერ ამინდში.

მეორე აქტუალური კითხვაა: შეიძლება თუ არა ელექტრო სკუტერით ზამთარში, მოყინულ გზაზე სიარული? ეს არჩევანის თავისუფლებაა თუ კაპრიზი?

ვისაც პორტატული ტექნიკა განსაკუთრებულად იზიდავს და მისი საშუალებით გადაადგილება კომფორტულად მიაჩნია, რა თქმა უნდა, სურს, რომ მთელი წლის განმავლობაში ჰქონდეს ასეთი ტრანსპორტით მოძრაობის საშუალება.

ელექტრო ველოსიპედი და სკუტერი აღჭურვილია ელექტროძრავით. ასეთი ძრავი კი საუკეთესო ვარიანტია მშრალი ამინდისთვის. თუკი გსურთ, ეს სატრანსპორტო საშუალება წვიმასა ან თოვლში გამოიყენოთ, საჭირო იქნება ტექნიკის დამატებით აღჭურვილობაზე ზრუნვა. თუმცა ერთი რამ თავიდანვე უნდა გაითვალისწინოთ – ყველაზე ინტენსიური „ნავაროტის“ შემთხვევაშიც კი ელექტრო სამაკატი ვერ შეძლებს თავისი მაქსიმალური სიმძლავრის და სამუშაო პოტენციალის სრულყოფილად დემონსტირებას.

ელექტრო სკუტერის ბატარეის მუშაობის ეფექტურობა პირდაპირ დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურაზე. დღეისათვის ყველაზე ყველაზე პოპულარული – ლითიუმ-იონური აკუმულატორები გათვლილია -10 С ყინვამდე ( ეს უკეთეს შემთხვევაში). რაც შეეხება მჟავა-ტყვიის აკუმულატორებს, ისინი ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს უკეთ უძლებს, თუმცა უფრო მოკლე დროში იცლება.

როგორ დავიცვათ ელექტრო სკუტერი წვიმაში?

ელექტროტრანსპორტის ექსპლუატაცია სველ ამინდშიც შეიძლება. რაიდერები ცდილობენ, ამ ტარანსპორტით გვიან შემოდგომაზეც კი იმოძრაონ, როცა შეიძლება, ზედიზედ მიყოლებით რამდენიმე დღეც კი წვიმდეს.

დღეს ბაზარზე ელექტრო სკუტერის ბევრ მოდელს შეხვდებით, ყველა მათგანის კომპლექტაციაში არის:

  1. ელექტროძრავი
  2. ბატარეა
  3. კონტროლერი (ელექტროძრავის ასამუშავებელი და სამართავი აპარატი)
  4. გაზის აქსელერატორი
  5. სამუხრუჭე სისტემა.

მას შემდეგ, რაც შემოწმდება ყველა სისტემის ჰერმეტულობა და დივაისის ყველა მგრძნობიარე დეტალი დაცული იქნება წყლის მოხვედრისგან, შეიძლება სველ ამინდშიც გაისეირნოთ. მწარმოებლები ცდილობენ, ბოლო თაობის ელექტროსკუტერები ისე აღჭურვონ, რომ მაქსიმალურად დაიცვან ისინი გარემოპირობების აგრესიული ზემოქმედებისგან.

ელექტრო სკუტერი წვიმაში

რას გულისხმობს ელექტროსკუტერის სწორი ექსპლუატაცია წვიმიან ამინდში

თანამედროვე , მაღალხარისხიანი ელექტროტრანსპორტით მოძრაობა ნებისმიერ ამინდში შეიძლება. მთავარია, ძრავი-ბორბალი მთლიანად არ დაიფაროს წყლით – მაგალითად, გუბეებში. რაც უფრო მეტად იქნება დაცული სისველის მიმართ მგრძნობიარე ნაწილები, მით უკეთესი თქვენი ტრანსპორტისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მოკლე ჩართვა მოხდეს.

როგორც მძღოლის, ისე ტრანსპორტის მაქსიმალურად დაცვის მიზნით, სპეციალისტების რეკომენდაციაა, დეტალების გადაბმის ადგილები დამუშავდეს სილიკონის ჰერმეტიკით.

არსებობს გარკვეული წესები და რეკომენდაციები, რომლეთა ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში თამამად შეიძლება ექსპლუატაცია წვიმიან ამინდშიც:

  • აკუმლატორის კორპუსი ყველაზე მგრძნობიარე დეტალია და ხარისხიანად უნდა იყოს ჰერმეტიზებული. თუკი წყალი შემთხვევით ბატარეაზე მოხვდება, ტრანსპორტი რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა შეიტანოთ თბილ და მშრალ შენობაში. შემდეგი ნაბიჯია – მოხსნათ აკუმლატორს სახურავი და გულდასმით გაამშრალოთ ბატარეის განყოფილება;
  • ასევე გულდასმით უნდა დამუშავდეს კონტროლერის სახურავი, მავთულების გამოსავალ წერტილში. მაღალხარისხიანი ჰიდროიზოლაცია დაიცავს კორპუსს წყლის მოხვედრისგან. გახსოვდეთ, რომ მუხრუჭის და გაზის სახელურები, ჩასართავები, კომპიუტერი ასევე ვერ „მეგობრობენ“ სისველესთან. სპეციალური, წყლის მიმართ რეზისტენტული სპრეით დამუშავება ელექტროსკუტერის ამ ნაწილებსაც დაიცავს სველ ამინდში;
  • თუკი პორტატული ელექტროტრასნპორტი აქტიური ექსპლუატაციისთვის გჭირდებათ, შეიძინეთ დამცავი ფრთები და უკანა ბორბლის ტალახისგან დამცავიც. ასე თქვენ აირიდებთ ფეხსაცმელსა და ტანსაცმელზე ტალახის შხეფების მოხვედრას. ზოგიერთ მოდელს ეს აქსესუარები საბაზო კომპლექტაციაში მოჰყვება. თუკი თქვენ მიერ შერჩეული ელექტროტრანსპორტი ამ აქსესუარების გარეშეა, დამატებითი ეკიპირების შეძენა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

 ელექტრო სკუტერი წვიმაში და მძღოლის უსაფრთხოება

თუკი წვიმიან ამინდში ელექტროსკუტერით მოისურვებთ გასეირნებას, არ დაივიწყოთ უსაფრთხოების წესების შესახებ. ისე კი ერთი რამ უნდა გირჩიოთ – წვიმაში ელექტროტრანსპორტით მოზრდილებმა იარეთ, ბავშვების სეირნობა კი  მშრალი ამინდებისთვის გადადეთ.

წვიმაში სერიოზულ საფთხეს ქმნის მოლიპული ქვაფენილები. მსგავს საფარზე ყოველთვის არსებობს წაქცევის რისკი, მკვეთრი მოხვევის ან დამუხრუჭების დროს. იმოძრავეთ ნაკლები სიჩქარით და აირჩიეთ მარშრუტი, სადაც გზის საფარი კარგია და ნაკლებად არის წვიმის გუბეები.

დღის ბნელ მონაკვეთში გამოიყენეთ:

  • ამრეკლი ელემენტები, როგორც სატრანსპორტო საშუალებაზე, ისე მძღოლზე;
  • თავფანარი წყალგაუმტარი დაცვით;
  • ხარისხიანი სტოპ-სიგნალი;
  • დამცავი ეკიპირება;
  • ჩაფხუტი.

ზემოთ ჩამოთვლილი ატრიბუტები ყოველთის უნდა ჰქონდეს აქტიურ რეიდერს, უშუალოდ წვიმიან ამინდში კი მათი დანიშნულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ელექტრო სამაკატი უამინდობაში

როგორია აქტიური მძღოლების გამოცდილება

ელექტროსკუტერი წვიმიან ამინდში და ზამთარში, გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. თუმცა ყველა სირთულის დაძლევა შესაძლებელია წესების ცოდნითა და სპციალური დამცავი საშუალებებით.

თანამედროვე ელექტრო სკუტერის მოდელების უმეტესობის ექსპლუატაცია დაშვებულია მინუს 10˚С ჰაერის ტემპერატურაზე. გასათვალისწინებელია ის, რომ ყინვაში აკუმლატორი სწრაფად განიმუხტება (დაჯდება).

არსებობს სპეციალური კომპლექტები მგრძნობიარე ელექტროდეტალების „დასათბუნებლად“. ასეთი კომპლექტები ძვირი არ ღირს, სამაგიეროდ კარგად იცავენ ძვირად ღირებულ დეტალებს.

კიდევ ორი ყურადსაღები მომენტი, თუკი გსურთ ელექტრო თვითგორია უნალექობის დროსაც გამოიყენოთ:

  • თუკი ელექტროსკუტერს გასაბერი საბუავები აქვს, სპეციალისტების რჩევაა, ასეთი საბურავები ზამთრის სეზონისთვის გამოიცვალოს პოლიურეთანის საბურავებით, რომლის ტემპერატრურული დიაპაზონი -30°C-დან +50°C-მდეა;
  • გამოცდილი რეიდერები ყოველთვის აქცევენ ყურადღებას კონდენსატის გაჩენას. კონდენსატი გროვდება ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებების დროს – მაგალითად, როდესაც სკუტერი ქუჩიდან თბილ შენობაში შეგაქვთ.

უამინდობაში ელექტროტრანსპორტის ექსპლუატაციის საერთო წესები:

  1. მოყინულ გზაზე ელექტროსამაკატის სამუხრუჭე მანძილი იზრდება, ამიტომ ნუ იმოძრავებთ მაქსიმალური სიჩქარით;
  2. თუკი სახელურზეა დამაგრებული ელემენტის მუხტის მაჩვენებელი, წვიმის დროს შეიძლება, დასველდეს, ამიტომ გონივრული იქნება ამ მონაკვეთის იზოლაცია;
  3. აკურატული მოძრაობა და 20-25 კმ/სთ სიჩქარე საშუალებას მოგცემთ, თავი დაიზღვიოთ ავარიული სიტუაციებისგან ხალხმრავალ მონაკვეთებზე;
  4. ელემენტი უნდა დაიტენოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ელექტროსკუტერი გათბება ოთახის ტემპერატურამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბატარეა გადაიწვება.

ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების გათვალისწინებით თქვენს ელექტრო ტრანსპორტს ექსპლუატაციის ვადას მნიშვნელოვნად გაუხანგრძლივებთ.