ელექტრო სკუტერი – რეკომენდაციები უსაფრთხოებისთვის

ელექტრო სკუტერის მძღოლი, საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით, გაიგივებულია ფეხით მოსიარულესთან, ისევე როგორც ის ადამიანები, რომლებიც მოძრაობენ გორგოლაჭებით, ინვალიდის ეტლით თუ საბავშვო ეტლით.

დღესდღეობით ელექტრო სკუტერის ექსპლუატაციისთვის მართვის მოწმობა საჭირო არ არის. ელექტრო სკუტერის მართვის დროს, ჯერჯერობით, არც შლემი გამხდარა სავალდებულო – ფეხით მოსიარულეები შლემით ხომ არ დადიან. თუმცა, არსებობს უსაფრთხოების რამოდენიმე წესი, რომელის დაცვა აუცილებელია.

ელექტრო სკუტერის მართვისას მძღოლმა, როგორც საკუთარი, ისე სხვების უსაფრთხოებისთვის, უნდა დაიცვას ელემენტარული წესები:

ელექტრო სკუტერის მაქსიმალური სიჩარე

ნუ გადააჭარბებთ სიჩქარეს 30 კმ/სთ-ს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგოერთ ელექტროსკუტერის მოდელს მეტ სიჩქარის განვითარება თავისუფლად შეუძლია, უსაფრთხო ექსპლუატაცია ითვალისწინებს მოძრაობას სწორედ 30 კმ.სთ სიჩქარით;

ელექტრო სკუტერი უამინდობაში

მოერიდეთ წვიმაში, თოვლსა და წყლის გუბეებში სიარულს, თუკი კონკრეტული მოდელი საგანგებოდ არ არის გათვალისწინებული ელექტროსკუტერი უამინდობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ელექტროდეტალები მწყობრიდან გამოვა;

მოერიდეთ უსწორმასწორო გზაზე სიარულს, რათა არ დაზიანდეს საჭის მექანიზმი. როცა ასეთ მონაკვეთი შეგხვდებათ, უმჯობესია, მოწყობილობა ხელით გადაიტანოთ ან მინიმალური სიჩქარით გაიაროთ;

ელექტრო სკუკტერის მექანიზმი

ყოველი მგზავრობის წინ აუცილებლად შეამოწმეთ, არის თუ არა მწყობრში: დასაკეცი მექანიზმის ფიქსაცია, ელექტროსკუტერის მუხრუჭები და სიჩქარის მართვის ბერკეტი, ბორბლები, ფარები, ხმოვანი სიგნალი და ა.შ. არასოდეს მართოთ გაუმართავი ელექტრო სკუტერი; თუკი გინდათ ელექტროსკუტერის შეძენა, კარგად გაეცანით თქვენი მომავალი ტრანსპორტის ოარამეტრებს.

ელექტრო სკუტერით მოძრაობა რეკომენდებული, როცა გარემოს ტემპერატურაა: -5°С-დან  +35°С-მდე;

ნუ გადასცემთ მოწყობილობას იმ ადამიანს, ვისაც არ აქვს ელექტრო სკუტერის მართვის უნარები. ელექტრო სკუტერის მართვის სწავლა რეკომენდებულია ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც იზოლირებულია სხვა სატრანსპორტო საშუალებებისგან და ფეხით მოსიარულეებისგან; ელექტროსკუტერის მართვის სწავლის პროცესში გამოიყენეთ ჩაფხუტი, სამუხლეები და სამკლაურები;

დაუშვებელია ელექტრო სკუტერის მართვა არაფხიზელ მდგომარეობაში. ასევე, ისეთი მედიკამენტების მიღების დროს, რომლებიც კოორდინაციის და რეაქციის შენელებას იწვევს;

როცა ელექტრო სკუტერით აპირებთ გადაადგილებას, ნუ ჩაიცვამთ ზედმეტად ფართხუნა ტანსაცმელს, რათა ტანსაცმლის ნაწილები მოწყობილობის მოძრავმა დეტალებმა არ ჩაითრიოს;

დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრაობისას შეარჩიეთ ტანსაცმელი შუქამრეკლი ელემენტებით, რათა საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის ადვილად შესამჩნევი იყოთ;

ელექტრო სკუტერის მაქსიმალური დატვირთვა

ნუ გადააჭარბებთ თქვენი ელექტროსკუტერის მოდელისთვის დასაშვებ მაქსიმალურ დატვირთვას. ამან შეიძლება, ბორბლების, ჩარჩოს და კონსტრუქციის სხვა დეტალების დეფორმაცია გამოიწვიოს;

გახსოვდეთ, რომ ცხელ ამინდში ხანგრძლივი დატვირთვის შემთხვევაში ელექტროძრავი შეიძლება გადახურდეს. ეს რომ თავიდან აიცილოთ, ნუ ივლით აღმართებზე მაქსიმალური სიჩქარით; როცა გარემოს ტემპერატურა მაღალია, მოძრაობის დროს გააკეთეთ შესვენებები, რათა ძრავს გაგრილების საშუალება მისცეთ;

მოძრაობისას ელექტრო სკუტერის საჭე ორივე ხელით უნდა გეჭიროთ და პლატფორმაზე ორივე ფეხით უნდა იდგეთ;

პარკირებისას სკუტერი მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, რათა აკუმულატორი არ გადახურდეს. ასევე, ნუ დატოვოთ ელექტრო მოწყობილობას სითბოს წყაროსთან ახლოს;

აკუმულატორის დასატენად გამოიყენეთ მხოლოდ სპეციალური დამტენი, რომელიც ელექტრო სკუტერს კომპლექტში მოყვება;

ელექტროსქემას და ჩარჩოს კონსტრუქციას თვითნებურად ნუ შცვლით, რადგან ამან შესაძლოა, ელექტრო სკუტერის საიმედოობასა და უსაფრთხოებაზე უარყოფითად იმოქმედოს. საჭიროების შემთხევაში მიმართეთ სპეციალისტს;

გახსოვდეთ, რომ ელექტრო სკუტერი განკუთვნილია ერთი ადამიანის მოძრაობისთვის, ამიტომ მოერიდეთ პლატფორმაზე თქვენთან ერთად ბავშვის ან სხვა მგზავრის დაყენებას;

ნუ ეცდებით იმაზე მეტი სიჩქარით მოძრაობას, რაც კონკრეტული მოდელის ინსტრუქციაშია მითითებული. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ელექტრო სკუტერის შეუძლია, დაღმართზე მოძრაობისას ადვილად აკრიფოს სიჩქარე, მაგრამ აი, სამუხრუჭე სისტემა რამდენად არის გათვლილი დიდ სიჩქარეზე, ამის გაგება კი უკვე პირადი გამოცდილებით მოგიწევთ!