ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ სიტყვა segway იტალიური წარმოშობისაა. ის მუსიკალური ტერმინია და ითარგმნება, როგორც „გაჰყევი“. ამ გამოგონების ავტორია ამერიკელი ინჟინერი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის DEKA-ს პრეზიდენტი დინ კეიმენი.

 

სხვათა შორის, მსგავს პროექტზე ატასობით ადამიანი მუშაობდა, თუმცა კეიმენს უკეთ გამოუვიდა. შესაძლოა იმიტომ, რომ მან ამ გამოგონებაზე 10 წელიწადი დახარჯა.

პირველი სიგვეი 2001 წელს გამოჩნდა და მაშინვე მოიპოვა პოპულარობა. იმ მომენტისთვის მისი ანალოგი არ არსებობდა. ამ დევაისის მახასიათებლები ასეთია:

 

 

  1. მასიური პლატფორმა, რომლსაც, ფაქტობრივად, არ აქვს შეზღუდვა „მძღოლის“ წონაზე; თუმცა, თავად სიგვეიც საკმაოდ მძიმეა – 40 კგ. და თანაც ელემენტის გარეშე. აშკარაა, რომ მისი ხელით გადატანა გაგიძნელდებათ, სამაგიეროდ, შეგიძლიათ ქარივით იქროლოთ – სიგვეის მაქსიმალური სიჩქარეა 50 კმ/სთ.;
  2. სიგვეის აქვს საჭე, რაც უფრო მყარად გაგრძნობინებთ თავს. თქვენ პირველივე წუთებიდან შეძლებთ სიგვეის პროფესიონალურად მართვას და ამას დამატებითი ვარჯიში არ სჭირდება. აქაც არსებობს უსაფრთხოების წესები, რომლებიც უნდა დაიცვათ. გაითვალისწინეთ, რომ სიჩქარე 50 კმ. საათია;
  3. დიდი გასაბერი ბორბლები – ეს გარანტიაა იმისა, რომ თქვენი დევაისი ყველგან გაივლის, მათ შორის – ტყის მასივზე, მთის ფერდობებზე, თოვლიან გზებზეც კი.

თუმცა აქ გასათვალისწინებელია ის, რომ ასეთი ტრანსპორტით სუპერმარკეტში ვერ გაისეირნებთ, ხალხმრავალ პროსპექტზეც გაგიჭირდებათ გადაადგილება. თავისი მასიურობიდან გამომდინარე, ეს ტრანსპორტი ღია სივრცისთვის უფრო გამოდგება, სადაც ხალხისა და მანქანების ნაკადის დიდი მოძრაობა არ არის;

4. სიგვეის მაღალი ფასი – ეს ადრეც და ახლაც მთავარი მიზეზია იმისა, რომ ამ ტრანსპორტზე დიდი მოთხოვნილება არ არის; თანაც, ქალაქში პარკირების პრობლემაც უნდა გავითვალისწინოთ. თუ შენობაში შესვლას დააპირებთ, მის ქუჩაში, უმეთვალყურეოდ დატოვებას კატეგორიულად არ გირჩევთ, თან ხელით წაღება კი, ცოტა არ იყოს, რთულია და ამის ძალა ბევრს არ შესწევს;

რითი განსხვავდება ჰოვერბორდი სიგვეისგან

როგორც კი გაირკვა, რომ სიგვეიმ მოლოდინები ბოლომდე ვერ გაამართლა, დაუყოვნებლივ დაიწყეს ფიქრი უფრო იაფი პროდუქტის შექმნაზე.
შედეგად, 2013 წელს გამოჩნდა თბილისში ჰოვერბორდი, იგივე მინი-სიგვეი.
მისმა კომპაქტურმა ზომამ და ხელმისაწვდომმა ფასმა თავის საქმე გააკეთა – ამ დევაისის გაყიდვებმა წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია, ტაბლოიდებმა კი მას „მომავლის ტრანსპორტი“ უწოდეს.
დაიპყრობს თუ არა ჰოვერბორდი პლანეტას, ამას დრო გვიჩვენებს. მანამდე კი მისი პოპულარობის საიდუმლოში გავერკვეთ.

1) კომპაქტურობა – ეს საშუალებას იძლევა, ჰოვერბორდი შეინახოთ ნებისმიერ ადგილას. კარადაში, საკუჭნაოში, საწოლის ქვეშ – ის ყველგან მოთავსდება. თანაც, მასზე სიარულისთვის სტადიონი არ გჭირდებათ. პატარა გაბარიტები გადაადგილების სრულ თავისუფლებას განიჭებთ, იქნება ეს სუპერმარკეტში შესვლა,  გამოფენაზე მისვლა თუ ოფისში ან ხალხმრავალ ქუჩაზე გადაადგილება.

2) სიმსუბუქე (საშუალოდ, 10 კგ.) – ეს მისი კიდევ ერთი უდავო უპირატესობაა. თქვენ არ გჭირდებათ ტრანსპორტი იმისთვის, რომ ჰოვერბორდი ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტანოთ – მაგალითად, სახლიდან პარკამდე ან კიდევ სხვა ადგილამდე.
უბრალოდ, დაიჭირეთ ხელში, გამოდით სახლიდან  და წაბრძანდით სასურველი მიმართულებით. მოხერხებულია, არა?! რა თქმა უნდა.

არც ისაა პრობლემა, თუკი თქვენი ტრანსპორტის ელემენტი სიარულის დროს დაიცლება – შეგიძლია ის ხელში აიღოთ და უახლოეს დენის წყარომდე უპრობლემიდ მიიტანოთ. სხვათა შორის, ჰოვერბორდის ბევრ მწარმოებელს კომპლექტაციაში ჩათაც აქვს დამატებული.

3) მერე რა, რომ საჭე არ აქვს – ნუ შეგაშინებთ ის ფაქტი, რომ საჭე არ აქვს. სამაგიეროდ, კომპაქტურია, მის მართვას კი 15-20 წუთში დაეუფლებით.

4) პატარა ზომის ბორბლები – ფიქრობთ, რომ 6,5 დუიმიანი ბორბლები საბავშვო ველოსიპედს უფრო შეეფერება, ვიდრე ელექტროტრანსპორტს? სულ ტყუილად. პატარა ზომის ბორბლები მნიშვნელოვნად ამცირებს წიოს წონას და არანაირად არ გიშლით ხელს, თქვენს გემოზე ისეირნოთ.

მათთვის, ვინც დიდი დიამეტრის ბორბლებს ამჯობინებს, არსებობს უგზოობის ჰოვერბორდი. მისი 10-დუიმიანი ბორბლები მნიშვნელოვნად აძლიერებს ტრანსპორტის გამავლობას.
დაბოლოს, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომი ფასი, რომელიც, სიგვეისთან შედარებით, ნებისმიერ მსურველს გულს უხარებს.