როგორ შევარჩიოთ ელექტრო სკუტერი (სამაკატი) – მთავარი პარამეტრები

ამ სტატიაში მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ელექტრო თვითგორიას, ანუ როგორც მას საქართველოში ხშირად უწოდებენ – ელექტრო სკუტერის შეძენისას.

ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სატრანსპორტო საშუალებას, ელექტროსკუტერს გააჩნია:

ა) ძირითდი პარამეტრები, რომლებიც პირველი რიგის მნიშვნელობისაა და

ბ) მეორეხარისხოვანი პარამეტრები, რომლებიც უკვე დამატებით კომფორტს განაპირობებენ.

მთავარი პარამეტრებია:

  • აკუმულატორი
  • ბორბლების ზომა
  • ძრავი
  • სიჩქარე
  • წონა
  1. ელექტრო სკუტერის აკუმულატორი

თუკი ელექტროსკუტერის ყიდვა გადაწყვიტეთ, უმჯობესია არჩევანი გააკეთოთ ლითიუმ-იონურ (Li-Ion) აკუმულატორზე. დღეს ისინი გამოიყენება სმარტფონებიდან და ნოუთბუკებიდან დაწყებული ელექტროავტომობილებით დამთავრებული და ტყვია-მჟავა აკუმულატორს ყველა პარამეტრით აღემატება. ამასთან,  ტყვია-მჟავა აკუმულატორის წონა გაცილებით დიდია და ტევადობა – გაცილებით მცირე.

რა არის აკუმულატორის ტევადობა?

აკუმულატორი ტევადობა უკეთ რომ წარმოიდგინოთ – ეს არის როგორც ავტომობილის ბენზინის ავზი, რაც უფრო დიდია ტევადობა, მით უფრო მეტი მანძილის გავლაა შესაძლებელი ერთი დატენვით. აკუმულატორის ტევადობა ამპერ-საათებში (Wh) იზომება.

ზოგიერთ მწარმოებელს ეს მონაცემი ტექნიკურ დახასიათებაში არ შეაქვს, რადგან იგი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მყიდველის არჩევანზე. აკუმულატორის ტევადობის ნაცვლად, აღწერილობაში უთითებენ გარბენს – ანუ რა მანძილის გავლა შეუძლია აკუმლატორს ერთი დატენვით და ხშირად ეს მონაცემი, როგორც პრაქტიკა აჩვენებს,  გადაჭარბებულია.
თუ გსურთ, იცოდეთ, რამდენს გაივლის სკუტერი აკუმლატორის ერთი დატენვით, სწორად უნდა გამოთვალოთ გარბენი. ეს კი საკმაოდ მარტივია. აკუმლატორის ტევადობა ამპერ-საათებში უნდა გაყოთ 10-ზე. მაგალითად, თუკი ტევადობაა 240Wh, 240:10=24 გაივლის, დაახლოებით, 24 კმ-ს.
რატომ დაახლოებით? იმიტომ, რომ აქ რამოდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი: მოძრაობის სისწრაფე, სიარულის მანერა, გზის საფარი, გარემოს ტემპერატურა, მძღოლის წონა.

პროფესიონალების რჩევა:

არჩევანი შეაჩერეთ ისეთ ელექტრო თვითგორიაზე, რომლესაც აქვს ლითიუმ-იონური აკუმულატორი, ტევადობით, მინიმუმ, 200Wh.

 

ჩვენს ვებ გვერდზე ელექტრო სკუტერების დიდი არჩევანია, რაც მთავარია, სახლიდან გასვლის გარეშე სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ შეარჩიოთ სკუტერი ჩვენ სპეციალისთან კონსულტაციის შემდეგ

  1. ელექტრო სკუტერის ბორბლების ზომა

ბორბლების დიამეტრი იწყება მინიატურუილ 3 დუიმიდან (inch), ვეებერთელა 14 დუიმამდე.

-რა უნდა ვიცოდეთ ბორბლების ზომის შესახებ?

რაც უფრო მეტია ბორბლის დიამეტრი, მით უფრო რბლად დადის და მარტივი სამართავია, თუმცა – წონაც მეტი აქვს.

ყველაზე მოთხოვნადია საშუალო ზომა – 8-დუიმიანი ბორბლები, პოპულარობით მეორე ადგილზეა 10-დუიმიანი დიამეტრი;

ასევე, არსებობს პნევმატური საბურავები (კამერით) და უკამერო საბურავები.

პნევმატური საურავის უპირატესობაა კარგი ამორტიზაცია – ამის დამსახურებით გზის უსწორმასწორო საფარი ნაკლებად შეგიქმნით დისკომფორტს. თუმცა, მისი მინუსია ის, რომ შეიძლება, გაიხვრიტოს;
უკამერო საბურავებს გახვრეტა არ ემუქრება, თუმცა ნაკლებად რბილია და ვიბრაციასაც უფრო მკვეთრად შეიგრძნობთ.

პროფესიონალების რჩევა:

მიაქციეთ ყურადღება, თუ როგორია გზების საფარი იმ ადგილებში, სადაც მოგიწევთ ელექტრო „სამაკატით“ მოძრაობა:

– ქალაქში, ასფალტიან გზაზე, უკამერო საბურავებითაც კომფორტულად იმოძრავებთ;

– ქალაქგარეთ, ხრეშიან საფარზე ან სოფლის გზებზე სამოძრაოდ კი პნევმატური საბურავები შეარჩიეთ.

  1. ელექტრო სკუტერის ძრავი

ელექტრო თვითგორიებში ორის სახის ძრავი გვხვდება: ძრავი-ბორბალი და ჯაჭვიანი ძრავი;

როგორია ჯაჭვიანი ძრავი?
ამ შემთხვევაში ძრავი ბორბალს ჯაჭვით ან  ღვედით უკავშირდება;
როგორია ძრავი-ბორბალი?
აქ ძრავი უშუალოდ ბორბალშია ჩადგმული.

 

პროფესიონალების რჩევა:

არჩევანი უმჯობესია, ძრავი-ბორბალზე შეაჩეროთ. ასეთი ძრავი უხმაურო, ჰერმეტული, გამძლე და უფრო მძლავრია.

ძრავების სიმძლავრე სხვადასხვაა: 100 ვატიდან დაწყებული 1000 ვატამდე. 350 ვატი სრულიად საკმარისია, რომ საათში 30 კმ-მდე სიჩქარე განავითაროთ.

  1. სიჩქარე

სიჩქარე შეიძლება ვარირებდეს 10-დან 80 კმ/სთ-მდე.

საშუალო სიჩქარე, რომელიც ელექტრო თვითგორიების უეტესობას აქვს, არის 30 კმ/სთ-მდე; ასეთ სიჩქარეზე ნებისმიერი მოდელის მართვა მარტივი და კომფორტულია.
ზოგჯერ შეიძლება, ტავს ნება მისცეთ და სიჩქარე 45 კმ/სთ-მდე განავოთაროთ. აი, ამის მეტს კი ნამდვილად ნუ გარისკავთ.

 

პროფესიონალების რჩევა:

როცა ელქტრო სამაკატი ბავშვისთვის გინდათ, ყურადღება მიაქციეთ, რომ სიჩქარის შეზღუდვა შეიძლებოდეს. ზოგიერთ მოდელს აქვს სიჩქარის გადსართავი ან სარტფონის აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც სიჩქარის მაქსიმალურ ზღვარს დააფიქსირებთ.

 

  1. ელექტრო თვითგორიას წონა

ელექტრო თვითგორიას წონა საკმაოდ მნიშვნელოვანი პარამეტრია, რომელსაც, რატომღაც, ხშირად არ აქცევენ ყურადღებას. ეს მოწყოილობა შეიძლება იწონიდეს 5-დან 50 კილოგრამამდე!

სუპერმსუბუქები იწონი -8 კგ-მდე;

მსუბუქები – 8 კგ-დან 12 კგ-მდე;

საშუალო წონაა – 12 კგ-დან 16 კგ-მდე;

მძიმეა – 16 კგ-დან 20 კგ-მდე;

სუპერმძიმედ მიიჩნევა – 20 კგ-დან ზემოთ.

 

აქ ჩამოთვლილი კატეგორიებიდან თითოეულს თავისი პლუსები და, რა თქმა უნდა, მინუსები აქვს.

მომხმარებლებში ყველაზე პოპულარულია სუპერმსუბუქი და მსუბუქი ელექტრო თვითგორიები, რადგან 12 კგ-ს აწევა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია (ბავშვების გარდა), თანაც მათ საუკეთესო ტექნიკური მონაცემები აქვთ ყოველდღიური ექსპლუატაციისთვის.

პროფესიონალების რჩევა:

აი, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება –

ა) რაც უფო მსუბუქია ელექტრო სამაკატი, ის უფრო ცოტას გაივლის ერთი დატენვით; შეამოწეთ აკუმულატორის ტევადობა;

ბ) რაც უფრო მსუბუქია ელექტრო თვითგორია, მით უფრო პატარა დიამეტრის ბორბლები აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უსწორმასწორო გზაზე სიარულისას მეტად იგრძნობთ ვიბრაციას.

თუ სტატიის წაკითხვის შემდეგ გაგიჩნდათ კითხვები ან გსურთ გაიგოთ რა არჩევანია ბაზარზე, დაგვიკავშირდით, ჩვენი სპეციალისტი გაგიწევთ სრულ კონსულტაციას და დაგეხმარებათ თქვენზე მორგებული ელეტქროსკუტერის შერჩევაში

***

გაითვალისწინეთ ეს რჩევები, რომლებიც ამ საქმის პროფესიონალებმა ხანგრძლივი პრაქტიკისა და დაკვირვების შედეგად შეიმუშავეს და უსაფრთხოებაც გარანტირებული გექნებათ.