როგორ შევარჩიოთ – საბავშვო ჰოვერბორდი

და რა გავითვალისწინოთ?

 

ტექნოლოგიები ყოველდღე ვითარდება. რამოდენიმე წლის წინათ პატარები თუ გორგოლაჭებზე, იგივე „როლიკებზე“ ან ველოსიპედზე ოცნებობდნენ, ახლა მათი ინტერესის საგანი ჰოვერბორდია.

მწარმოებლები ქალაქში უსაფრთხო გადაადგილებისთვის მომავლის ტრანსპორტად სწორედ ამ ელექტროსაშუალებას ასახელებენ.
უკვე ბევრი მშობელი ფიქრობს შვილისთვის ამ ნივთის შეძენაზე. თუმცა, სანამ ამ ტრანსპორტს საკუთარი შვილის უსაფრთხოებას ანდობთ, აუცილებლად უნდა მიიღოთ ინფორმაცია, როგორ შეარჩიოთ და რას მოაქციოთ ყურადღება.

რა არის ჰოვერბორდი– ეს არის ელექტროტრანსპორტი, რომელიც იმართება ჰიროსკოპული სენსორებით (ჰიროსკოპი (ანუ ბზრიალა) – მასიური სიმეტრიული სხეულია, რომელიც დიდი სიჩქარით ბრუნავს სიმეტრიის ღერძის ირგვლივ).
ჰიროსკოპული სენსორები გრძნობენ სხეულიოს სიმძიმის ცენტრის ცვლილებას და ამის გათვალისწინებით, ჰპოვერბორდი იცვლის მიმართულებასა და სიჩქარეს.

ხარისხიანი ჰოვერბორდის შერჩევა


პირველ რიგში, მწარმოებელ ფირმას უნდა ჰქონდეს ჰოვერბორდის წარმოებაზე პატენტი.
ასეთი პატენტის ასლს მაღაზიაშიც და ინტერნეტ-მაღაზიაშიც წარმოგიდგენენ.
მეორე – ჰოვერბორდის აღწერაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული აკუმლატორის ტიპი, მისი სიძლიერე და კლასი. ასევე –  თავად ჰოვერბორდის კორპუსის მასალა და დამტენი მოწყობილობის ტექნიკური მახასიათებლები.

ორიგინალი მოდელების დანტენი მოწყობილობა – კომპაქტურია, აღჭურვილია გრძელი სადენით, ვენტილატორის გარეშე.
ზედაპირი საღებავით დაფარულია თანაბრად, ყოველგვარი მიკროდეფექტების გარეშე.

 

 

თუკი ჰოვერბორდის სახურავს ახდით (სპეციალური მოწყობილობის დახმარებით), დაინახავთ მართვის სამ პლატას – ერთი დედაპლატაა, იგივე  სისტემური დაფა და ორი – დამხმარე.
ყალბი მოდელი, როგორც წესი, ორი პლატით არის დაკომპლექტებული. შედეგად კი მალე გამოდის მწყობრიდან.

აკუმლატორის მარკირებაზე მითითებული მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს ამ ელექტროტრანსპორტის გაცხადებულ სიმძლავრეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს ბატარეის აალების რისკი.

დაბოლოს – სცადეთ რკინის ჰოვერბორდზე დადგომა. იგი სიმძიმის ცენტრის ცვლილებაზე შეუფერხებლად უნდა რეაგირებდეს და არ უნდა „გაყანყალოთ“.

რა თქმა უნდა, უმჯობესია, არჩევანი ცნობილ მწარმოებლებზე შეაჩეროთ, რომელთა პროდუქტი პრაქტიკაშია გამოცდილი.

 

როგორი უნდა იყოს საბავშვო ჰოვერბორდის წონა, სისწრაფე, ბორბლების დიამეტრი?


 

 

ა) ჰოვერბორდი, რომელიც ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, არ უნდა იყოს მძიმე. მისი წონა 4-დან 6 კილოგრამამდე მერყეობს. უმჯობესია, მათ შორის ყველაზე მსუბუქი შეარჩიოთ, რათა ბავშვს არ გაუჭირდეს დამოუკიდებლად ხელით გადატანა.

ბ) საბავშვო ჰოვერბორდის ბორბლების დიამეტრი დიდი არ უნდა იყოს.
5-8 წლის ბავშვისთვის განკუთვნილ ჰოვერბორდს უნდა ჰქონდეს 4,5 დიუმიანი ბორბლები (1 დიუმი=2,45 სმ.).
9-12 წლის ასაკისთვის განკუთვნილს – 6,5 დიუმიანი;
მოზარდებისას – 8 დიუმიანი.

გ) ყურადღება მიაქციეთ, თუ რამხელა სისწრაფის განვითარების რესურსი აქვს ჰოვერბორდს.
5-8 წლის ბავშვებისთვის მაქსიმალური სისრაფე უნდა იყოს 5-8კმ/სთ;
8 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის კი – 12-14 კმ/სთ.
სისწრაფის შეზღუდვა საშუალებას მოგცემთ, ბავშვისთვის სწორად შეარჩიოთ ჰოვერბორდი.

დ) 6 წლამდე ბავშვისთვის უმჯობესია, შეიძინოთ ჰოვერბორდი მინიმალური ოპციებით. მუსიკალურმა დინამიკებმა, ზედმეტად მყვირალა შეფერილობამ, განათებებმა და სხვა მსგავსმა დამატებითმა ფაქტორებმა შეიძლება ბავშვს ჰოვერბორდით სიარულისას ყურადღება გაუფანტოს.

 

 როგორ ვასწავლოთ ბავშვს ჰოვერბორდზე დგომა?


ბავშვების უმეტესობა ჰოვერბორდით სიარულს 30-60 წუთში ითვისებს.
საკმარისია, პატარას აუხსნათ, რომ ეს მოწყობილობა ტანის გადახრაზე რეაგირებს. მაგალითად:
მოხვევა გინდა? – მსუბუქად გადაიწიე მარჯვნივ ან მარვხნივ;
სიჩქარის გაზრდა გინდა? – ფეხის ტერფების წინა ნაწილით დააწექი ჰოვერბორდის პლატფორმას;
დამუხრუჭება გინდა? – ჰოვერბორდის პლატფორმას ქუსლებით დააწექი;

მართვის ამ პრინციპს სულ პატარა ასაკის ბავშვებიც კი უმარტივესად ეუფლებიან.

ბავშვის ჰოვერბორდით სეირნობისთვის შეარჩიეთ სწორი ზედაპირი, ქვებისა და ორმოების გარეშე.

 

 

ჰოვერბორდთან ერთად, პატარასთვის აუცილებლად შეიძინეთ დამცავი საშუალებები – შლემი, სამუხლეები და იდაყვის დამცავები.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ირგვლივ არ იყოს სამანქანო მოძრაობა, რამაც შეიძლება, პატარა შეაშინოს.

ასე რომ, მშობლებო, თამამად დაყენეთ თქვენი პატარები ჰოვერბორდზე. ამით მათ მოსწყვეტთ გაჯეტებს და კომპიუტერს, ჰაერზე სასეირნოდ გაიტყუებთ, მოძრაობის საშუალებას გაუჩენთ და თანაც – ამაზე სიამოვნებით დაგთანხმდებიან.

+ 1111111

ონლაინ მხარდაჭერა
24 საათის განმავლობაში

გახდით ჩვენი გამომწერი

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

ბლოგი

მისამართი

თბილისი

სამუშაო საათები

10:00-დან 18:00 საათამდე