ელექტრო სკუტერი და ჰოვერბორდი - საუკეთესო საჩუქარი

ელექტრო სკუტერი თუ ჰოვერბორდი – რომელია საუკეთესო საჩუქარი ბავშვისთვის?

ქალაქში მოძრაობისთვის განკუთვნილი თანამედროვე გაჯეტები, იდეალური საჩუქარია ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის. სტატიაში განვიხილავთ რომელია ბავშვისთვის იდეალური არჩევანი: ელექტროსკუტერი (ელექტრო სამაკატი) თუ ჰოვერბორდი?

ელექტრო სკუტერი ბავშვისთვის

ეს თანამედროვე დივაისი 5-10 წლის ბავშვებისთვის, მეფური საჩუქარია. იმისთვის, რომ ამ მოწყობილობით იაროთ, საკმარისია მხოლოდ ერთხელ მისცეთ ბიძგი ფეხით, რათა დაიძრას, შემდეგ კი მოწყობილობა თავად აგრძელებს სვლას პატარა ზომის, ჩაშენებული ელექტროძრავით.

ელექტროსკუტერი, სპეციალისტების აზრით, გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე, მაგალითად იგივე ჰოვერბორდი, ველოსიპედი, გორგოლაჭები ან მონობორბალი. სტატიაში განვიხილავთ როდის არის რეკომენდირებული ბავშისთვის ელექტრო სკუტერის ყიდვა.

ელექტრო სკუტერის ნებისმიერ მოდელს აქვს ჩაშენებული სახელურები, რომლებსაც „მძღოლი“ ხელებით ეყრდნობა. ასეთი ელექტრო სამაკატიდან ჩამოვარდნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. დასადგომი პლატფორმა საკმაოდ მოხერხებულია და ზედ მყარად გრძნობ თავს მაშინაც კი, როცა დაღმართზე ეშვები. როგორც წესი, ტანამედროვე ელექტო სკუტერი აკუმლატორის ერთი დატენვით გადის, დაახლოებით, 30 კილომეტრს. ამ მოწყობილობის ექსპლუატაცია 5 წლის ბავშვსაც კი მარტივად შეუძლია.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ელექტრო სკუტერს თავისი პრობლემებიც აქვს, რომლებიც კონკრეტული მოდელის შერჩევისას მხედველობაში უნდა მიიღოთ:

1) თუკი ელექტრო სკუტერის კონკრეტული მოდელი არ არის აღჭურვილი ტელესკოპური საჭის სვეტით, რომელიც საშუალებას გაძლევთ, საჭე თქვენთვის მოსახერხებელ ნებისმიერ სიმაღლეზე დააფიქსიროთ. უნდა გაითვალისწინოთ, რომ 5 წლის და 7 წლის ასაკში სხვადასხვა სიმაღლის საჭეა საჭირო. ბავშვის ზრდასთან ერთად, 5 წლის ასაკში მორგებულ მოდელზე სიარული უკვე მოუხერხებელი იქნება.

2) კიდევ ერთ პრობლემაა კონსტრუქცია. ზოგიერთი მწარმოებლის მოდელებს შორის არის დასაკეცი ელექტრო სამაკატი ანუ მოდელები დასაკეცი კონსტრუქციით, რომლებიც კომპაქტურია და, შესაბამისად, შენახვისთვის მცირე ფართობს იკავებს. მაგრამ მოდელების უმეტესობა მთლიანი კონსტრუქციისაა, რომელიც არ იკეცება და სახლში მეტი ფართობი სჭირდება.

როდის უნდა აჩუქოთ ბავშვს ელექტრო სკუტერი:

  1. თუ ბავშვს აღარ აინტერესებს მექანიკური სამაკატი, მით უფრო 7-8 წლის ასაკში;
  2. მიაგენით მოხერხებულ მოდელს, ტელესკოპური საჭის სვეტითა და დასაკეცი კონსტრუქციით;
  3. ბავშვს 100%-ით უსაფრთხო ელექტროტრანსპორტი აჩუქოთ და თამამად დართოთ ნება, რომ დამოუკიდებლად ისეირნოს;

ბაზარზე ელქეტრო სკუტერების ფასის დიაპაზონი დიდია, თიმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტური ელექტრო სკუტერი უხარისხოა ან მალე ფუჭდება. ელექტრო სკუტერი 250 ვატიანი ძრავით იდეალური არჩევანია.

როდის უნდა შეიკავოთ თავი ბავშვისთვის ელექტრო სკუტერის ყიდვისგან:

  1. გსურთ, რომ ბავშვს ჰქონდეს კომპაქტური გაჯეტი და შეეძლოს, ხელითაც ატაროს, თუკი საჭიროება მოითხოვს;
  2. შეზღუდული ბიუჯეტი გაქვთ – ელექტრო სკუტერების ფასი საკმაოდ მაღალია;
  3. ბავშვს ჯერ 5 წელი არ შესრულებია ან იგი 7-8 წლისაა, თუმცა სიმაღლე არ უწყობს ხელს, რომ ელექტრო სამაკატის საჭეს მისწვდეს.

საბავშვო ჰოვერბორდი

ჰოვერბორდი კარგი არჩევანია სკოლის ასაკის ბავშვებითვის 7 წლიდან და ზემოთ. ჰოვერბორდი – ეს არის დასადგომი დაფა/პლატფორმა, გვერდებზე განლაგებული ბორბლებით. ამ ბორბლებიან დაფას თვითბლანსირების სისტემა აქვს. შესაძლოა, გარეგნულად არასაიმედოდ მოგეჩვენოთ, თუმცა ჰოვერბორდი საკმაოდ უსაფრთხო მოწყობილობაა. იგი არ ავითარებს იმხელა სიჩქარეს, რომ ბავშვმა კონტროლი დაკარგოს. გარდა ამისა, მოწყობილობა თავად ამცირებს სიჩქარეს იმ შემთხვევაში, თუკი მაქსიმალურ მაჩვენებელს გადააჭარბებს (საშუალოდ, 15/20 კმ.სთ.). ბავშისთვის, 6.5 ინჩიანი ჰოვერბორდი საუკეთესო საჩუქარია.

  • ჰოვერბორდი ელექტრო სკუტერზე მსუბუქია და 10-დან 12 კილომდე იწონის.
  • ბატარეის ბოლომდე დატენვას 4-5 საათი სჭირდება. ბოლომდე დატენილი ბატარეა კი 20-30 კილომეტრს გაგატარებთ.
  • მოხერხებულია 7-8 წლის ასაკიდან.
  • არსებობს ჰოვერბორდის ისეთი მოდელები, რომლებითაც წვიმაში, სველ გზაზე და უსწორმასწორო ასფალტზეც შეიძლება სიარული.

როდის უნდა აჩუქოთ ბავშვს ჰოვერბორდი:

  1. გსურთ, რომ ბავშვს ჰქონდეს ელექტროტრანსპორტი, რომლითაც ის შეძლებს სარგებლობას ასაკისა და სიმაღლის მიუხედავად;
  2. როცა გსურთ, აქტიური ოჯახური გასვლები მოაწყოთ – სტანდარტული ჰოვერბორდი საუკეთესოდ გამოდგება როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის;
  3. ეძებთ ფასის, ხარისხისა და გამძლეობის იდეალურ შეფარდებას. ჰოვერბორდის აქტიურო საექსპლუატაციო ვადაა 3 წელი და მეტი.

როდის უნდა შეიკავოთ თავი ბავშვისთვის ჰოვერბორდის ყიდვისგან:

  1. როცა ვერ ბედავთ ბავშვის დამოუკიდებლად გაშვებას სასეირნოდ ელექტრო ტრანსპორტით;

 

დასკვნის სახით: როგორც ხედავთ, ამ ორი ელექტრომოწყობილობიდან თითოეულს აქვს თავისი უპირატესობები და საყურადღებო ნიუანსები.
თუმცა, რა სურვილები და მოთხოვნებიც არ უნდა გქონდეთ ელექტროტრანსპორტის მიმართ, ჩვენს გვერდზე მოძებნით საინტერესო მოდელებს, ოპტიმალურ ფასად და ხარისხის გარანტიით.