გამძლე ჰოვერბორდი სეგვეი

7 გავრცელებული შეცდომა ჰოვერბორდის ყიდვის დროს

თუკი თქვენ ამ გენიალურ აზრამდე მიხვედით და ჰოვერბორდის ყიდვა გადაწყვიტეთ, ესე იგი, უკვე იცით, რომ არის: პრაქტიკული, მობილური, თანამედროვე  სატრანსპორტო საშუალება ორი ბორბლით და ფეხის დასადგამი პატარა პლატფორმით და გამოდება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის – 5 წლიდან მოყოლებული. ასაკობრივი კრიტერიუმის ასეთი უნივერსალურობა კი იმის დამსახურებაა, რომ აქვს თვითბალანსირების ჭკვიანი სისტემა და მომხმარებლისგან რამე განსაკუთრებულ უნარს არ მოითხოვს.

დღეს მრავალი სახეობის მოდელი იყიდება და არჩევა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რისთვის ან ვისთვის გინდათ ჰოვერბორდის ყიდვა – ბავშვებისთვის, უგზოობისთვის, სწრაფი, ჰოვერბორდი საჭით იგივე სიგვეი, დიდ მანძილზე გადასაადგილებლად და ა.შ.;

თუმცა, როცა გაეცნობით ტექნიკურ აღწერილობას, მოიძიებთ, სად არის ჰოვერბორდის მაღაზია და როგორია სხვადასხვა მოდელის ფასი,  აუცილებლად უნდა გქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებაც, თუ რა შეცდომებს უშვებენ მომხმარებლები პროდუქტის ყიდვის დროს:

ჰოვერბორდის საბურავი

შეცდომა 1: მნიშვნელობა არ აქვს საბურავების დიამეტრს!

ბევრი მომხმარებლისთვის ჰოვერბორდის დიზაინი გადამწყვეტია, მის მიხედვით აკეთებს არჩევანს და საბურავების დიამეტრსაც მხოლოდ დიზაინერულ ელემენტად მიიჩნევს, რაც დიდი შეცდომაა.

ჰოვერბორდის ყიდვისას გაითვალისწინეთ 

რომ საბურავის დიამეტრი მნიშვნელოვანია. დღეს ყველაზე გავრცელებულია:

  • 6,5-დუიმის (16,51 სმ);
  • 8 დუიმის (20,32 სმ);
  • 10 დუიმის (25,40 სმ) დიამეტრის საბურავები.

თითოეულს აქვს თავისი დადებითი მხარეები და თავისი ნაკლი.

6,5 და 8 დუიმის დიამეტრის საბურავები პატარა ზომის და მსუბუქია. ამიტომ, ისინი კომფორტულია ბავშვებისთვის. ამასთან, ეს საბურავები უკამეროა და უსწორმასწორო გზაზე სიარულს უნდა მოერიდოთ.

10 დუიმის დიამეტრის საბურავები უფრო მძიმე და გაცილებით გამძლეა. მიუხედავად იმისა, რომ 10-დუიმიანი საბურავებიც უკამეროა, ის, გაზრდილი კლირენსის დამსახურებით (კლირენსი არის მანძილი ტრანსპორტის ყველაზე დაბალ წერტილსა და გზას შორის), საუკეთესოდ გატარებთ უგზოობაში. მას ვიბრაციაც ნაკლები აქვს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ექსპლუატაციის ვადას. 10-დუიმინ საბურავებს მეტი აქვს ტვირთამწეობაც – 120 კგ-მდე ადამიანის ტარება შეუძლია.

შეცდომა 2: იაფი ჰოვერბორდის ყიდვა მომგებიანია!

ეკონომიკური კრიზისი ავტომატურად აძლიერებს სტერეოტიპს იმის შესახებ, რომ მომჭირნეობა, ხარჟების შემცირება ოჯახის ბიუჯეტისთვის სასარგებლოა. თუმცა ფულის დაზოგვა ყოველთვს არ ნიშნავს სარგებელს და ყოველთვის არ ნიშნავს „დაზოგვას“.

ყიდვისას გაითვალისწინეთ – რაც უფრო დაბალია ჰოვერბორდის ფასი მით უფრო უხარისხოა მისი ნაწილები და მცირეა ჰოვერბორდის ექსპლუატაციის ვადა, რომ აღარაფერი ვთქვათ უსაფრთხოებაზე.

 

შეცდომა №3: Samsung-ის და LG-ის აკუმლატორით ჰოვერბორდი მეტ მანძილს გადის!

აკუმლატორი ჰოვერბორდის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, სწორედ მასზეა დამოკიდებული ამ დივაისის სიცოცხლისუნარიანობა და ექსპლუატაციის ვადა. ამიტომ არის საჭირო, ჰოვერბორდის აკუმლატორი სწორად შეარჩიოთ და არ მოექცეთ გავრცელებული მითების გავლენის ქვეშ.
ბევრი მომხმარებელი მიიჩნევს, რომ სამსუნგის ან ელჯის მიერ წარმოებული აკუმლატორები გაცილებით ხარისხიანია, ვიდრე ჩინური წარმოები.

ყიდვისას გაითვალისწინეთ –  აკუმლატორზე Samsung-ის და LG-ის ეტიკეტი სულ სხვა რამეს აღნიშნავს: ამ აკუმლატორში არის სამსუნგის ან ელჯის მიერ წარმოებული ლითიუმ-იონის ელემენტები. ისინი აქტიურად გამოიყენება ჰოვერბორდების აკუმლატორებში. ეს კი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჰოვერბორდის აკუმლატორი Samsung-ის და LG-ის წარმოებისაა. ამ ბრენდების ეტიკეტით შეიძლება იაფფასიანი და უხარისხო აკუმლატორიც შეგხვდეთ. ხარისხიანი პროდუქცია მაღალი ფასით გამოირჩევა.

შეცდომა №4: ჰოვერბორდით სამანქანო გზაზე მოძრაობა უსაფრთხოა!

ჰოვერბორდით, ისევე როგორც ველოსიპედით, ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ გზაზე მოძრაობა საფრთხის შემცველია.

ყიდვისას გაითვალისწინეთ – ამ ჭკვიანი ტრანსპორტის „ბოროტად“ გამოყენება არ შეიძლებაეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰოვერბორდით არ უნდა იმოძრაოთ ტრანპორტით გადაჭედილ გზაზე, არ უნდა იაროთ მოყინულ ზედაპირზე (ამისთვის საგანგებოდ უნდა შეარჩიოთ მოდელი), უნდა მოერიდოთ ციცაბო დაღმართებს, ჰოვერბორდზე დგომისას არ უნდა ისაუბროთ ტელეფონზე და არ უნდა ეცადოთ, დაშვებულ სიჩქარეს როგორმე გადააჭარბოთ.

 

შეცდომა 5 დამატებითი კომპლექტაცია საჭირო არ არის!

სხვათა შორის, ბევრი ფიქრობს, რომ მთავარია, გამძლე ჰოვერბორდი შეარჩიოს და დამატებითი აქსესუარები არაფერში სჭირდება.

ასევე, ყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ ჰოვერბორდის შესანახად, მანქანით გადასატანად, გაკაწვრისგან კორპუსის დასაცავად აუცილებლად დაგჭირდებათ ჩანთა. ასევე, ექსპლუატაციის დროს იმასაც აღმოაჩენთ, რომ ძალიან კომფორტულად ისარგებლებდით  ჰოვერბორდის მართვის პულტით და Bluetooth მოდულით.

 

შეცდომა №6: მნიშვნელობა არ აქვს ჰოვერბორდის კორპუსის მასალას!

თუ თქვენც ასე ფიქრობთ, იცოდეთ, რომ ეს შეცდომა, რომელიც მოქმედებს ექსპლუატაციის ვადაზე.

ჰოვერბორდის ყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ ჰოვერბორდის კორპუსის მასალად გამოიყენება როგორც როგორც მყარი და დარტყმის მიმართ გამძელე პოლისტიროლი HIPS, ასევე მასზე გაცილებით სუსტი, ეგრეთ წოდებული, ტრადიციული პოლისტიროლი PS. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩინური ბაზრისთვის კორპუსის მასალა ტრადიციული პოლისტიროლისგან მზადდება და ჰოვერბორდის საექსპორტო მოდელებისთვის უმეტესად პოლისტიროლი HIPS გამოიყენება. ისე, თავის დასაზღვევად, შეძენის წინ მაინც გირჩევთ, კორპუსის მასალის შესახებაც იკითხოთ.

 

შეცდომა №7: ჰოვერბორდი საშიშია, რადგან შეიძლება, რომ აფეთქდეს!

ამ მიზეზით ჰოვერბორდის შეძენაზე უარის თქმა, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა. ეს იგივეა, აფეთქების შიშით რომ არ იყიდოთ ნებისმიერი ისეთი ნივთი, რომელიც აკუმულატორის ენერგიაზე მუშაობს.
თანამედროვე ჰოვერბორდი მსოფლიოში დღითიდღე სულ უფრო პოპულარული ხდება.
მართალია, არსებობს „აფეთქების“ რამოდენიმე შემთხვევა, მაგრამ ისინი მსოფლიოს მასშტაბით ჰოვერბორდის გაყიდვების რაოდენობაზე უარყოფითად ნამდვილად არ ასახულა.

ყიდვისას გაითვალისწინეთ – უნდა დაიცვათ ექსპლუატაციის პირობები თქვენივე უსაფრთხოებისთვის. მათ შორის, უნდა იცოდეთ, რომ ყველა მოდელი არ არის განკუთვნილი უამინდობისთვის და წვიმაში სიარულისთვის.

 

დაბოლოს, თუკი გსურთ ჰოვერბორდის ყიდვა, კარგად ჩამოყალიბდით, რისთვის გჭირდებათ, მოიძიეთ საჭირო ინფორმაცია, შემდეგ კი, ექსპლუატაციისას, დაიცავით უსაფრთხოების წესები. შედეგად კი, ეს ჭკვიანი მოწყობილობა ნამდილად დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.