ტოპ 10 ჰოვერბორდის მწარმოებელი კომპანიები

1. Hoverbot – საიმედოობა. უძლებს დიდ დატვირთვას. უნივერსალური და მოხერხებული ბატარეა. – ქვეყანა ჩინეთი.

 

ამ ჩინური ფირმის რკინის ჰოვერბორდი ბევრმა აღიარა, როგორც ყველაზე საიმედო და პრაქტიკული. Hoverbot-ის ყველა მოდელი, რომლებიც მოზრდილებისთვის არის განკუთვნილი, ადვილად უძლებს 120 კგ. სიმძიმეს. ხოლო მოდელი Hoverbot A-9 PREMIUM განკუთვნილია კიდევ უფრო მძიმეწონიანი ადმიანებისთვის და 150 კგ-მდე დატვირთვას უძლებს.
თუმცა Hoverbot-ი ასევე გათვალისწინებულია ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რადგან გადასატანი წონის დარეგულირება მარტივად შეიძლება სმარტფონის აპლიკაციის საშუალებით. ამიტომ ერთი მოდელი შეიძლება საუკეთესოდ გამოიყენოს მთელმა ოჯახმა. ამასთან, ეს კომპანია ასევე აწარმოებს მსუბუქ საბავშვო მოდელებსაც.
Hoverbot-ის მოდელების მთავარი უპირატესობაა აკუმლატორი, რომელიც ერთი დატენით 20-30 კმ-ს გადის. აკუმლატორის სრულად დატენვას 2 საათი სჭირდება. საბავშვო მოდელებში კი 1 საათიც საკმარისია.

2. Zaxboard – ძალიან ძლიერი ძრავა. წყალგამძლე. კომპლექტშია აქვს ბრენდული ჩანთა. – ქვეყანა ჩინეთ

რეიტინგის მეორე ადგილი დაიმსახურა ამ ჩინურმა კომპანიამ, რომელიც აწარმოებს პრემიალური ხარისხის, მაღალი ამტანობის მქონე და წყალგამძლე ჰოვერბორდებს. იაფფასიანი და ზოგიერთი ძვირად ღირებული ბრენდებისგან განსხვავებით, Zaxboard უძლებს წყალში, თითქმის, ერთი მეტრის სიღრმზე ჩაყვინთვას. ამიტომ, ამ ჰოვერბორდისთვის წვიმიანი ამინდი შეზღუდვას არ წარმოადგენს. ამასთან, ამ ბრენდის მოდელების ძარვები 1200 ვატიანია, რითიც 4-ჯერ აღემატება თავის ანალოგებს.
მისი აკუმლატორის ამპერაჟი არაფრით ჩამორჩება ბევრ ძვირად ღირებულ მოდელებს. სტაბილური Bluetooth-კავშირი კი საშუალბას იძლევა, მოუსმინოთ მუსიკას და არეგულიროთ ჰოვერბორდის მაჩვენებლები – მაგალითად, მოარგოთ ბავშვის წონას.
ამასთან, მომხმარებლები აღნიშნავენ Zaxboar-ის ჰოვერბორდების სისწრაფეს და კომფორტულ სვლას.
ბონუსად კომპანია გთავაზობთ ბრენდულ ჩანთას ჰოვერბორდის გადასატანად.

3. Razor – ქუჩის ტრანსპორტის მწარმოებელი ლეგენდარული ბრენდი. სიმსუბუქე და საუკეთესო ბალანსირება. – ქვეყანა აშშ (იწარმოება ჩინეთში)

საუკეთესოთა შორის არ შეიძლება არ აღინიშნოს მსოფლიოში ცნობილი ამერიკული კომპანია, რომელიც 2000 წელს კალიფორნიაში დაარსდა. სწორედ ამ ბრენდმა დაიწყო სპორტული გასართობი საშუალებების პოპულარიზაცია, მათ შორის – სქეიტბორდების, ელექტროსკუტერების, ველოსიპედების – როგორც კლასიკური, ასევე ელექტროძრავებით და რაღა თქმა უნდა, ჰოვერბორდების. ეს უკანასკნელი Razor -ის ასპორტიმენტში არცთუ დიდი ხნის წინ გამოჩნდა, თუმცა უკვე მიიქცია იმ მომხმარებლების ყურადღება, რომლებიც არჩევანს პრემიალურ მოდელებზე აკეთებენ.
Razor-ის მოდური საბავშვო ჰოვერბორდები გამოირჩევა ფერებით და სიმსუბუქით – მათი სიმძიმე არ აღემატება 8,7 კფ-ს. ისინი უსაფრთხოა და განსკუთვნილია როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის 8 წლის ასაკიდან.
მომხმარებლები ძალიან აქებენ ამ ბრენდის მოდელების თვითბალანსირების უნარს, ხარისხს და მართვის სიმარტივეს. ამ ბრენდის ნაკლად შეიძლება მხოლოდ შედარებით მაღალი ფასი მივიჩნიოთ.

4. iBalance – რეკორდსმენი დადებითი გამოხმაურებების მიხედვით. ჰოვერბორდის გამორჩეული სტილი. მარტივად სამართავი. – ქვეყანა ჩინეთი

ამ ბრენდის მოდელების დიზაინი ძალიან გამორჩეულია და ყველა გემოვნების ადამიანის მოთხოვნას აკმაყოფილებს. პოზიტიური ვიზუალის გარდა, iBalanc ტოპ 10 ბრენდს შორის მართვის სიმარტივის დამსახურებითაც მოხვდა. ამასთან, მისი ძლიერი მხარეა აკუმლატორი, რომელიც ერთი დატენვით 20 კმ-ს გაგატარებთ, ხოლო უახლესი iBalance Prem WM მოდელი 25 კმ-საც გაივლის. Prem სერიის შესახებ ხშირად მოისმენთ აღფრთოვანებულ შეფასებებს. მომხმარებლებს მოსწონთ ძლიერი კარკასი და საუკეთესო გამავლობა, რასაც უზრუნველყოფს 10 დუიმიანი ბორბლები და დახრილობის 15 გრადუსიანი კუთხე. ამ მონაცემების დამსახურებით არასწორ ზედაპირზეც მარტივად გადაადგილდება.

5. cactus – ჰოვერბორდის ფუტურისტული დიზაინი. ჩამონტაჟებული დინამიკების სიძლიერე. საბურავების მრავალფეროვნება. – ქვეყანა ჩინეთი.

ეს პროგრესული ჩინური ბრენდი საუკეთესო შერწყმაა საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასის, ხარისხის და ორიგინალური დიზაინისა.
ბრენდი აწარმოებს როგორც მსუბუქ, მანევრირებად მოდელებს, ასევე მოდელებს მაღალი გამავლობით.
მართალია, cactus-ა ჰოპვერბორდების გამოშვება არცთუ დიდი ხანია, რაც დაიწყო, თუმცა ის 18 წელზე მეტია, ცნობილია ზოგადად ტექნიკის წარმოებით და არაერთი ჯილდოც აქვს მიღებული.
ამ ბრენდის ჰოვერბორდებს მომხმარებლები გამოარჩევენ გამავლობით, სისწრაფით, დინამიკების სიძლიერით და დიზაინით.

6. Besshof – ჰოვერბორდის ალუმინის კორპუსი. მანევრირებადი. საუკეთესო მოდელები ბავშვებისთვის. – ქვეყანა გერმანია (იწარმოება ჩინეთში)

ეს ახალგაზრდა გერმანული ბრენდი უშვებს თითქმის ყველა სახის ელექტროტრანსპორტს, მათ შორის: ელექტროსკუტერებს, ელექტრომოტოროლერებს, სეგვეის და რაღა თქმა უნდა, ჰოვერბორდებს.
ჰოვერბორდების ასორტიმეტში ჯერჯერობით რამოდენიმე მოდელი აქვთ, თუმცა ყველა მათგანი უკვე დიდი მოთხოვნით სარგებლობს.
ალუმინის შენადნობით დამზადებული მოდელები ნაკაწრებისა და მცირე დაზიანებების მიმართ დიდი ამტანობით გამოირჩევა. ამასთან, საკამოდ ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა აქვთ. მათი აკუმლატორის დასატენად 1,5 საათიც საკმარისია. ზოგიერთ მოდელს აქვს ბლუთუზი და განათება. ფასიც საკმაოდ ხელმისაწვდომია.
ამ ბრენდის მოდელების მაღალი ხარისხი, საშუალო სისწრაფე და სიჩქარის კონტროლის შესაძლებლობა საუკეთესო შეთავაზებაა ბავშვებისთვის.

7. SpeedRoll – ჰოვერბორდის მაღალი ხარისხის კომპლექტაცია. გამორჩეული ტექნოლოგიურობა და ნათელი ფერები. – ქვეყანა ჩინეთი

იუველური სიზუსტის კომპლექტაცია, სისწრაფე და ამასთან საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასი ამ ბრენდის ღირსებებია. მას არ აქვს მასშტაბური რეკლამირება, თუმცა მომხმარებლებს შორის მაინც დიდი მოთხოვნით გამოირჩავა. განსაკუთრებით კარგი არჩევანია ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
სხვა ბიუჯეტური ანალოგებისგან ამ ბრენდს გამოარჩევს ტექნოლოგიურობა. მისი ყველა მოდელი აღჭურვილია Bluetooth-ით, აქვს გამძლე ბატარეა და ლედ-განათება.
უნდა ითქვას, რომ SpeedRoll მათთვისაც საუკეტესო ვარიანტია, ვისაც დაბრკოლებების გადალახვა უყვარს და გადაადგილებას არასწორ ზედაპირზე ამჯობინებს.

8. Smart Balance – ჰოვერბორდების ყველაზე პოპულარული ბრენდი. დაბალი ფასები. მოდელების ფართო არჩევანი. – ქვეყანა ჩინეთი.

ეს ბრენდი შედარებით ფართოდ არის წარმოდგენილი ბაზარზე. ის დაბალფასიანი მოდელების დიდ ასორტიმენტს გვთავაზობს.
მოუხედავად დაბალი ფასისა, Smart Balance-ს მოდელებს საკმაოდ კარგი ტექნიკური აღჭურვილობა აქვთ. თითქმის ყველას აქვს Bluetooth, რაც საშუალებას გაძლევთ თქვენი სმარტფონიდან უსმინოთ მუსიკას. მოდელების უმეტესობის სიჩქარეა 15-20 კმ/სთ.
გამოხმაურებების მიხედვით, ამ ბრენდის ნაკლია ბატარეა, რომელიც ერთი დატენვით ვერ გადის 20 კმ-ს, რაც აღწერილობაში აქვთ მითითებული.

9. Polaris – გონივრულად გათვლილი და გაფართოებული კომპლექტაცია. – ქვეყანა რუსეთი (იწარმოება ჩინეთში)

ბრენდი Polaris კარგად არის ცნობილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოებით. ცოტა ხნის წინ კი ელექტროტრანსპორტის წარმოება დაიწყო. მათ შორის – ჰოვერბორდების.
ამ კომპანიის მოდელები გამორჩეულად დახვეწილი შესრულებითაა გამორჩეული. აქვთ ლედ-განათებები და კომპლექტაციაში შედის კომფორტული ჩანთა ჰოვერბორდის ხელით გადასატანად.
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მოკრძალებული ფასი აქვს, გამოირჩევა სიმყარით, საიმედოობთ და სისწრაფით, რომელსაც სტარტიდან ძალიან მოკლე დროში ავითარებს.

10. Roadweller – ხელმისაწვდომი ფასი. ღირსეული არჩევანი დამწყებებისთვის. – ქვეყანა რუსეთი (იწარმოება ჩინეთში)

ტოპ 10-ს ამთავრებს ახალგაზრდა ბრენდი Roadweller – თავისი საკმაოდ ბიუჯეტური და ამასთან პრაქტიკული მოდელებით.
მიუხედავად დაბალი ფასისა, Roadweller-ის ჰოვერბორდები და სიგვეი ადვილად იტანს 120 კგ-მდე დატვირთვას, ერთი დატენვით გადის 20 კმ-ს და მათი აკუმლატორები იტენება, დაახლოებით, 2 საათში.
გარდა ამისა, მომხმარებელთა გამოხმაურებების თანახმად, 10-დუიმინი საბურავების დამსახურებით, ამ ბრენდის მოდელებს კარგი გამავლობა აქვთ. სიმყარითა და მართვის სიმარტივით კი საუკეთესო ვარიანტია დამწყებებისთვის.

+ 1111111

ონლაინ მხარდაჭერა
24 საათის განმავლობაში

გახდით ჩვენი გამომწერი

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

ბლოგი

მისამართი

თბილისი

სამუშაო საათები

10:00-დან 18:00 საათამდე