წესები და პირობები

ტერმინთა განმარტება
• მიმწოდებელი (ჩვენ) – შპს „ალპაკა“ ს/კ 405375419 hoverboards.ge-ის ბრენდი, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული.
• მომხმარებელი (თქვენ) – პირი, რომელიც შედის ვებ გვერდზე. ასევე იურიდიული პირი, რომლის სახელითაც ფიზიკური პირი შედის ვებგვერდზე.
• ხელშეკრულება – წინამდებარე დოკუმენტი.
• პროდუქცია – ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ ჩვენს ვებ გვერდზე.
• შეთანხმება – ეს მოხმარების წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, პასუხისმგებლობის შეზღუდვა, შეკვეთის გაფორმების, თანხის გადახდის, მედიის მართვა და პროდუქტის მიწოდების ინსტრუქციები, რომელსაც თქვენ ეთანხმებით შეკვეთის განხორციელების დროს.
• ვებ გვერდი – არის ჩვენი ვებგვერდი https://hoverboards.ge
• შემკვეთი/დამკვეთი – პირი, რომელიც ახორციელებს ვებ გვერდიდან პროდუქციის შეძენას.

მხარეთა უფლება–მოვალეობები


მიმწოდებლის ვებ გვერდზე შეკვეთის განხორციელებისას თქვენ:


• როგორც მომხმარებელი, იცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებ გვერდით სარგებლობის პირობებს.
• წარმოადგენთ ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას იმისათვის, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით.
• იღებთ პასუხისმგებლობას თქვენს მიერ მოწოდებული პირადი მონაცემების სანდოობასა და სიზუსტეზე.
• იძლევით გარანტიას, რომ ის Visa ან Mastercard ბარათი, რომლის დეტალებსაც გვაწვდით, არის თქვენი პირადი და გაქვთ საკმარისი თანხები იმისთვის, რომ განახორციელოთ გადახდის ოპერაცია.
• დაიცავთ ინტელექტუალურ და საავტორო უფლებებს.
• არ განახორციელებთ ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციის კოპირებასა და გავრცელებას ნებისმიერი სახით და ნებისმიერი მიზნებისათვის, ვებ გვერდის ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლად.
• არ წარმოადგენთ თავს სხვა მომხმარებლად ან/და არ გამოიყენებთ სხვა მომხმარებლის პირად მონაცემებს.
• არ განახორციელებთ ისეთ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ვებ გვერდის ან/და მომსახურების გამართულ მუშაობას.
• არ განახორციელებთ ისეთ ქმდებას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ამ ხელშეკრულებას.

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ:


• როგორც მიმწოდებელი, დავიცავთ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვებ გვერდით სარგებლობის პირობებს.
• ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვიზრუნებთ იმაზე, რომ თქვენი შეკვეთის და გადახდის დეტალები იყოს დაცული.
• ხელშეკრულებაში არსებული ვადების დაცვით მოგაწვდით შეძენილ პროდუქციას თქვენს მიერ მითითებულ (შეთანხმებულ) მისამართზე.
• არ განვახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და ამ ხელშეკრულებას.
• თუ მიტანის სერვისი და/ან პროდუქცია არ არის ხელმისაწვდომი, ჩვენ ამის შესახებ გაცნობებთ SMS-ით ან სატელეფონო ზარით, ვებ გვერდზე რეგისტრაციის ან შეკვეთის განხორციელების დროს, თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე და დაგიბრუნებთ გადახდილ თანხას.

შეკვეთის გაფორმება და შეძენა


• ჩვენი ვებ გვერდიდან პროდუქტის ონლაინ შეძენა შესაძლებელია ვებ გვერდზე რეგისტრაციის გარეშე.
• პროდუქციის მიწოდების შესახებ შეთანხმება არის თქვენსა და შპს ალპაკას შორის.
• ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, პერიოდულად შევცვალოთ ვებ გვერდზე ხელმისაწვდომი პროდუქციის ჩამონათვალი და ფასები. ჩამონათავლის და ფასების ცვლილება არ გავრცელდება უკვე შეძენილ პროდუქტებზე.
პროდუქციის, მიტანის სერვისის ან სხვა დამატებითი ხარჯების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მთლიანი ფასი გამოჩნდება ვებ გვერდზე შეკვეთის გაფორმების დროს.
• იმისთვის, რომ ნახოთ შერჩეული პროდუქტის/პროდუქტების ჯამური ღირებულება, გახსენით კალათის გვერდი.
• შეძენა შესაძლებელია შეკვეთილ პროდუქტზე ონლიან გადახდის საშუალებით Visa ან Mastercard ბარათებით.
• Visa / Mastercard ბარათით გადახდისას საჭიროა შეკვეთის გაკეთების დროს, გადახდის ღილაკის დაჭერის შემდგომ ავტომატურად გადამისამართებულ თიბისი ბანკის გვერდზე, შეიყვანოით თქვენი ბარათის მონაცემები და თანხა ავტომატურად ჩამოგეჭრებათ ბარათიდან. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa ან Mastercard ბარათით. გადახდის პროცესი აბსოლუტურად დაცულია. მომსახურების ან სხვა სახის საკომისიო არ გეჭრებათ.

პროდუქტის შეცვლა/დაბრუნება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:

  • პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების დროს;
  • პროდუქტს აღმოაჩნდა ქარხნული წუნი;
  • პროდუქტის მახასიათებელები არ ემთხვევა, განსხვავდება ვებ-გვერდზე აღწერილი მახასიათებლებისგან;
  • შეცდომით მიღებული იქნა სხვა პროდუქტი.

სხვა მიზეზების შემთხვევაში შეკვეთა არ ექვემდებარება დაბრუნებას. დასაბუთებული პრეტენზიის შემთხვევაში მყიდველი ვალდებული შეატყობინოს კომპანიას არსებული ვითარების შესახებ და შეძენიდან 5 სამუშაო დღის შემთხვევაში გამოაგზავნოს შეძენილი ნივთი კომპანიის მისამართზე. ტრანსპორტირების ხარჯს ფარავს კომპანია.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა


• გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ ვებ გვერდზე შესვლა შეუძლებელია, შეფერხებულია ან შეზღუდულია ან თუ ვებ გვერდი არ მუშაობს სწრაფად და გამართულად, არსებობს დიდი ალბათობა, რომ თქვენ ვერ შეძლოთ მომსახურების მიღება და გადახდა დასრულდეს წარუმატებლად. გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, ვალდებული ხართ თავი შეიკავოთ ვებ გვერდის გამოყენებისაგან/მომსახურების მიღებისაგან. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარემოებების მიუხედავად, თქვენ მაინც აგრძელებთ ვებ გვერდით სარგებლობას, დამდგარ შედეგებზე და რისკებზე შპს ალპაკა არ იღებს პასუხიმგებელობას.
• ჩვენ არ გვეკისრება პასუხიმგებლობა და ვალდებულება რაიმე სახის გარანტიის ან პირობის მიცემაზე ამ ვებგვერდთან დაკავშირებით; მათ შორის შეუსაბამობაზე ვებ გვერდსა და მომხმარებლის ფაილებს ან მომხმარებლის მიერ ინტერნეტში გამოყენებულ სანავიგაციო პროგრამას (browser) ან ვებ გვერდზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის და სხვა პრობლემებზე, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება შეექმნას ჩვენგან დამოუკიდებელი პირობების/მიზეზების გამო.
• დიდი ყურადღება ეთმობა იმას, რომ ამ ვებ გვერდზე მოცემული ინფორმაცია იყოს უშეცდომო. ჩვენ ბოდიშს ვიხდით ნებისმიერ შეცდომაზე ან უზუსტობაზე, რომელიც შეიძლება შეგხვდეთ ვებ გვერდზე. ჩვენ, აგრეთვე, მუდმივად ვეცდებით, ყურადღება დავუთმოთ ვებ გვერდის ტექნიკურ გამართულობას, მაგრამ ჩვენ ვერ ვიძლევით იმის გარანტიას, რომ ჩვენი ვებ გვერდის მოხმარებისას, თქვენ არ შეგხვდებათ ხარვეზები, ან ვებ გვერდი და სერვერი, რომელზეც ის არის განთავსებული, იქნება ტექნიკური პრობლემების და ვირუსების გარეშე.
• თუ ჩვენ პასუხმგებელი აღმოვჩნდებით თქვენს წინაშე ნებისმიერი დანაკარგის ან ზარალის გამო, ასეთი პასუხიმგებლობა შემოიფარგლება იმ თანხით, რომელიც თქვენ გადაიხადეთ შესაბამისი საქონლისა და სერვისებისათვის.
• ჩვენ არ ვიღებთ არანაირ პასუხისმგებლობას გადმოცემული ინფორმაციის დაგვიანებაზე, შეუსრულებლობაზე, შეცდომებზე ან დაკარგვაზე, აგრეთვე ვირუსებზე ან სხვა დაბინძურებასა და დესტრუქციულ თვისებებზე, რომელიც გადაეცა თქვენი კომპიუტერის სისტემას ჩვენი ვებ გვერდიდან.
• ჩვენ პასუხს არ ვაგებთ პროდუქციის მიწოდების შეუსრულებლობაზე ან დაგვიანებაზე, როდესაც ასეთი შეფერხებები გამოწვეულია იმ ქმედებით, რომელიც სცდება ჩვენი შესაძლებლობების გონივრულ ფარგლებს, როგორიც არის ბუნებრივი მოვლენების/სტიქიების შემთხვევები ან მესამე პირთა ქმედებები.
• ჩვენ გადავდგით ყველა გონივრული ნაბიჯი იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ინტერნეტ თაღლითობა და უზრუნველვყოთ თქვენგან მიღებული პირადი მონაცემების მაქსიმალური უსაფრთხოება, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი იმ ნაკლებად სავარაუდო შემთხვევაზე, როდესაც შეიძლება მოხდეს ჩვენს ან ჩვენს მიერ გამოყენებული მესამე პირების უსაფრთხო კომპიუტერულ სერვერებზე არაავტორიზებული პირების შესვლა.
• ჩვენი საიტი იყენებს SSL უსაფრთხოების სერთიფიკატს, ამიტომ ვებ გვერდის გამოყენებისას დარწმუნდით, რომ ჩვენ ვებ გვერდის ფუძე მისამართი არის https://hoverboards.ge

დასკვნითი ნაწილი


• არ გამოიყენოთ ავტომატური სისტემა ან პროგრამა ჩვენს ვებ გვერდთან ან მის ონლაინ შეკვეთის ფუნქციასთან მიმართებაში.
• არ შეაგროვოთ პერსონალურად იდენტიფიცირებადი ინფორმაცია ამ ვებ გვერდიდან, არ გამოიყენოთ ვებ გვერდის მიერ მოწოდებული საკომუნიკაციო სისტემები კომერციული შუამავლობისთვის, არ უშუამოვალოთ ვებ გვერდის ნებისმიერ მომხმარებელს არანაირი მიზნით, არ გამოაქვეყნოთ ან გაავრცელოთ რაიმე ვაუჩერები და კოდები და არ გატეხოთ ეს ვებ გვერდი.
• მოხმარების წესები და პირობები, კონფიდენციალურობის პოლიტიკა, პასუხისმგებლობის შეზღუდვა, შეკვეთის გაკეთების, გაუქმების, გადახდის ინსტრუქციები, მედიის მართვა, მიწოდების ფორმა წარმოადგენს ჩვენს და თქვენს შორის მთლიან შეთანხმებას. სხვა გამოხატული ან ნაგულისხმევი პირობები არ არის ამ შეთანხმების ნაწილი. იმ შემთხვევაში თუ რაიმე კონფლიქტი წარმოიშობა ამ პირობებსა და ვებ გვერდზე მოცემულ სხვა პირობებსა და დებულებებს შორის, უპირატესად გამოიყენება ეს მოხმარების წესები და პირობები.
• ეს მოხმარების წესები და პირობები და ხელშეკრულება (და ყველა არასახელშეკრულებო ვალდებულება, რომელიც დაკავშირებულია ან გამომდინარეობს ამ ხელშეკრულებიდან) მოქმედებს და აგებულია საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ორივე ჩვენგანი (ჩვენ და თქვენ), შესაბამისად ემორჩილება საქართველოს სასამართლოს იურისდიქციას.